გეგმიური ქირურგიული სტაციონარის დღის თანაშემწე

თბილისი სრული განაკვეთი თბილისის ცენტრალური საავადმყოფო
მივლინება: არა
სამედიცინო: მედდა
“თბილისის ცენტრალური საავადმყოფო” აცხადებს ვაკანსიას გეგმიური ქირურგიული სტაციონარის დღის თანაშემწის პოზიციაზე
თბილისის ცენტრალური საავადმყოფო წამყვანი მულტიპროფილური ცენტრია, სადაც თითქმის ყველა ტიპის გადაუდებელი და გეგმური სამედიცინო მომსახურება ტარდება.
ადგილმდებარეობა:  ჩაჩავას 1;
სამუშაო გრაფიკი:  ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00 საათიდან  18:00 საათამდე;
სტრუქტურული ერთეული: საექთნო სამსახური          

ძირითადი ფუნქციები:
  • მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, პაციენტის,  ექიმისა და ექთნის უფლებების დაცვა;
  • სამედიცინო ინფორმაციის კონფიდენციალობის უზრუნველყოფა;
  • ყოველ დილას შემოვლა და მოწესრიგება პაციენტის კომპეტენციის ფარგლებში;
  • პაციენტის გარშემო არსებული საგნების და სხვა სამედიცინო დანიშნულების აპარატურის მოწესრიგება;
  • გულისხმიერი მოპყრობა პაციენტებისადმი;
  • სამედიცინო ინვენტარისადმი და პაციენტის პირადი ნივთებისადმი აკურატული მოპყრობა;
  • ინფექციის  პრევენციისთვის რეკომენდებული წესების დაცვა;
  • კლინიკაში დადგენილი სანიტარული და ჰიგიენური ნორმების დაცვა;
  • პროფესიული განვითრების მიზნით კლინიკის მიერ დანერგილ ტრენინგებსა და სწავლებებში მონაწილეობის მიღება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლება:    
  • შესაბამისი პროფილის სტუდენტი ან კურსდამთავრებული;

სამუშაო გამოცდილება:
  • სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

უნარ-ჩვევები:
  • სწორი კომუნიკაცია - პაციენტის ნდობისა და კეთილგანწყობის მოპოვების უნარი;
  • ყურადღება დეტალების მიმართ;
  • შრომისმოყვარეობა;
  • პროფესიულ ლიტერატურასა და კომპიუტერთან მუშაობის უნარი;
  • გუნდურობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV ელ-ფოსტაზე Hr@vivomedical.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება  „გეგმიური ქირურგიული სტაციონარის დღის თანაშემწე“

გისურვებთ წარმატებას!

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.