რესტორანი „ქოუზი ქორნერი“ ყაზბეგში აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი - დაბა სტეფანწმინდა, ყაზბეგი.
ძირითადი მოთხოვნები და აუცილებელი უნარები:
- ქართული ენის ცოდნა;
- ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
- სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესად;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- კომუნიკაციის შესანიშნავი უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- სამუშაო გამოცდილება მსგავს სფეროში ჩაითვლება უპირატესობად.
ძირითადი მოვალეობები:
- მაგიდების მომზადება;
- სტუმრებისთვის მენიუს შეთავაზება;
- საკვებისა და სასმელების შეკვეთის მიღება;
- საკვებისა და სასმელების სტუმრებისათვის მირთმევა;
- კერძებითა და მომსახურებით სტუმრების კმაყოფილების გადამოწმება და ნებისმიერი სახის ხარვეზის გამოსასწორებლად სათანადო ქმედება;
- ანგარიშის გადახდის კოორდინირება.
სამუშაო პერიოდი: 2024 წლის აპრილიდან - ოქტომბრის ჩათვლით.
კომპანია თანამშრომლებს სთავაზობს ფიქსირებულ ხელფასს + თიფსი, კვებას, საცხოვრებლით უზრუნველყოფასა და გვიან საათებში სახლამდე ტრანსპორტირებას.
დაინტერესებულმა პირებმა, ვისი უნარებიც შეესაბამება ზემოთ მოცემულ მოთხოვნებს, უნდა გამოგზავნონ რეზიუმე თანდართული ფოტოსურათით (3X4) მისამართზე: info@cozy.ge და უნდა მიუთოთონ წერილის თემის ველში ვაკანსიის დასახელება.
ან დაგვიკავშირდით ნომერზე +995 593 78 77 45
გისურვებთ წარმატებას!