სააღრიცხვო სპეციალისტი

მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ბუღალტერია/ფინანსები: ბუღალტერი (ზოგადი)
კომპანია AMTS (მოწინავე სამედიცინო ტექნოლოგიები და სერვისი) არის საქართველოს ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი კომპანია სამედიცინო აპარატურისა და სახარჯი მასალების გაყიდვის, აგრეთვე, სამედიცინო აპარატურის ტექნიკური მომსახურების სფეროში.

კომპანია მოწინავე სამედიცინო ტექნოლოგიები და სერვისი აცხადებს ვაკანსიას სააღრიცხვო სპეციალისტის თანამდებობაზე.
მდებარეობა: თბილისი, ბელიაშვილის ქ. 83.

კონტრაქტის გაფორმების შემთხვევაში მინიმალური სახელფასო განაკვეთი შეადგენს 1250,00 ლარს თვეში (დარიცხული), რაც დამოკიდებული იქნება კანდიდატის კვალიფიკაციასა და გამოცდილებაზე.

მოვალეობები:
  • სერვის სამსახურის მიერ გაწეული მომსახურების/მიწოდებული საქონლის აღრიცხვა ბუღალტრულად და  პროგრამულად;
  • სერვის სამსახურის მიერ გაწეული მომსახურების/მიწოდებული საქონლის მიხედვით საგადასახადო ანგარიშ–ფაქტურების/სასაქონლო ზედანდებების გამოწერა და კონტროლი (პროგრამულად, RS–ზე);
  • სერვის სამსახურის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული საქონლის/მასალების ჩამოწერა/მოძრაობა/აღრიცხვა
  • სერვის სამსახურის მიერ მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების მიხედვით ინვოისების მომზადება;
  • კომპანიის სამეურნეო და ადმინისტრაციული ხარჯის/შესყიდვის ბუღალტრული კლასიფიკაცია და პროგრამული ასახვა მთავარ ბუღალტერთან კოორდინაციაში;
  • კომპანიის დებიტორ-კრედიტორებთან შედარების პროცესში მთავარი ბუღალტრის ასისტენტობა.

სამუშაო პროგრამები და აპლიკაციები:
  • ინფო საწარმო (ეფემჯი სოფტი);
  • სუპერფინი;
  • eservices.rs.ge;
  • MS excel.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ეკონომიკის ან ფინანსების განხრით;
  • სასურველია სერტიფიკატის არსებობა სპეციალობით (ბუღალტერია, აუდიტი, საგადასახაო კოდექსი ან სხვა მსგავსი);
  • სავალდებულოა ძირითადი საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა;
  • სავალდებულოა სააღრიცხვო პროგრამებში მუშაობის გამოცდილება;
  • მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • კომუნიკაბელურობა;
  • სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
  • პუნქტუალურობა;
  • ორგანიზებულობა;

რას გთავაზობთ ჩვენ:
  • 3 თვე ანაზღაურებადი გამოსაცდელი პერიოდი;
  • შემდეგ კონტრაქტის გაფორმების შემთხვევაში ფიქსირებული ხელფასი + ჯანმრთელობის დაზღვევა + კომპანიაში დაწესებული დამატებითი ბენეფიტებით სარგებლობა;

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: contact@amts.ge-ზე. გთხოვთ სათაურში (subject-ში) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.