გრაფიკული დიზაინერი

ბათუმი სრული განაკვეთი ტურინვესტი
მივლინება: არა
ენები: ინგლისური, რუსული
ხელოვნება/მედია: გრაფიკული დიზაინი
ტურინვესტ ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე

ტურინვესტ ჯგუფი 2008 წლიდან ოპერირებს და მისი ჯამური ინვესტიცია დაახლოებით ორას მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. ის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ინვესტორია საქართველოში და კომპანიის ოპერირების მიმართულებებს წარმოადგენს მშენებლობა, უძრავი ქონების გაყიდვები, უძრავი ქონების მართვა, სასტუმრო მომსახურების მენეჯმენტი, რესტორნების მართვა, ტურისტული ატრაქციონის ოპერირება, სათამაშო ბიზნესის მართვა, საერთაშორისო ბრენდებთან პარტნიორული ურთიერთობები. ტურინვესტ ჯგუფის პროექტების ფარგლებში დაახლოებით 700-მდე ადამიანია დასაქმებული.
ჩვენ გუნდი ორიენტირებულია კონკურენტუნარიანი, ენერგიული და ნიჭიერი კადრების დასაქმებაზე. პერსონალის განვითარებასა და მაღალი დონის პროფესიონალებად ჩამოყალიბებაზე. გუნდი იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას მოახდინოთ საკუთარი პოტენციალის სრული რეალიზება გამოწვევებით სავსე, სასიამოვნო, მრავალფეროვან და განვითარებად გარემოში.

ძირითადი მოვალეობები:
  • დიზაინის კონცეფციის შემუშავება და მისი ტექნიკურად გამართვა;
  • ციფრული არხებისთვის, მათ შორის სოციალური მედიისთვის ვიზუალების მომზადება, ბრენდის გაიდლაინებთან შესაბამისობაში;
  • პოლიგრაფიული დიზაინის შექმნა, მომზადება და კორექტირება/ საბეჭდად გამზადება;
  • დაბეჭდილი მასალის მიწოდებულ დიზაინებთან შესაბამისობის კონტროლი;
  • მასალების/იდეების მოძიება და შეგროვება კრეატიული დიზაინისთვის.
  • მარკეტინგის გუნდისგან მიღებული ბრიფის მიხედვით დიზაინის კონცეფციის ჩამოყალიბება, შეთანხმება და შესრულება.
  • მარკეტინგის გუნდისთვის და დაინტერესებული მხარეებისთვის დიზაინის იდეების ეფექტური კომუნიკაციისა და წარდგენის უნარი.
  • დროისა და თასქების მენეჯმენტის უნარები, დინამიურ სამუშაო გარემოში პრიორიტეტების სწორი განაწილება და დავალების ვადების შესრულება.
  • უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება, რაც სავალდებულოა სამუშაო პროცესების ეფექტურად დაგეგმვა - განხორციელებისათვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • გრაფიკული პროგრამების - Adobe Potoshop, Adobe Illustrator - პროფესიულ დონეზე ცოდნა (სხვა პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესად)
  • ძლიერი კონცეპტუალური, შემოქმედებითი და კრეატიული აზროვნების უნარები, მარკეტინგული მიზნების დამაჯერებელ ვიზუალურ კონცეფციებად გადაქცევის უნარი.
  • სამუშაო გამოცდილება - 1-3 წელი
  • კომპიუტერული პროგრამები - Microsoft Office ; powerpoint ცოდნა
  • ინგლისური ენისა და რუსული ენის სასაუბრო დონეზე ფლობა

სამუშაო პირობები:
სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
საათები: 09:30 -დან 18:30 -საათამდე
ანაზღაურება: შეთანხმებით

გამოწვევებით სავსე, სასიამოვნო, მრავალფეროვან და განვითარებად გარემოსთან ერთად კომპანია თანამშრომლებს განსაკუთრებულ ბენეფიტებსაც სთავაზობს:
  • ჯანმრთელობის დაზღვევას დასაქმების პირველი დღიდან
  • 50 %–იან ფასდაკლებას ჰილტონ ბათუმში, კერძოდ ნეფელე სქაი ბარში, თანდილა ლობი ბარში, რესტორან პელიონში, ეფორია სპაში;
  • 70 %-იან ფასდაკლებას ბათუმის საბაგირო გზა „არგო“-ზე
  • ფასდაკლებას რესტორან ,,არგო“- ში
  • ანაზღაურებად შვებულებას ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო
  • კარიერული განვითარების შესაძლებლობას

დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე/განაცხადის ფორმა უნდა გამოგზავნონ მისამართზე: career@tourinvestgroup.com
გთხოვთ, განცხადებაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება გრაფიკული დიზაინერი , წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
კომპანია ტურინვესტ ჯგუფი მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!