ღამის მძღოლ ექსპედიტორი

ბათუმი სრული განაკვეთი DHL
მივლინება: არა ხელფასი: 1300 +ბონუსი
განათლება: ბაკალავრი მართვის მოწმობა: C
ლოგისტიკა/ტრანსპორტი: დისტრიბუტორ-ექსპედიტორი
DHL-ის საქართველოს წარმომადენლობა, კომპანია შპს“ჯორჯიან ექსპრესი“ აცხადებს ვაკანსიას ღამის მძღოლ ექსპედიტორის პოზიციაზე ბათუმში.

სამუშაო პირობები: 
  • განაკვეთი: სრული მცოცავი (დღე გამოშვებით);
  • ანაზღაურება: 1300 ლარი დამატებული ბონუსი გამომუშავებით.

ძირითადი მოვალეობები:
  • რეგულარული რეისების შესრულება საქართველოს ტერიტორიაზე;
  • ავტომანქანის დატვირთვის პროცესის თვალისდევნება და ტვირთის სწორი განაწილების უზრუნველყოფა;
  • რეგიონულ ოფისებში/საწყობებში მანქანიდან ტვირთის უსაფრთხოდ ჩამოტვირთვის გაკონტროლება და პროცესში მონაწილეობის მიღება;
  • რეისში გასვლამდე ა/მანქანის ტექნიკური გამრათულობისა და საბუთების  სრულყოფის შემოწმება;
  • ტვირთის  უსაფრთხო, ხარისხიანი და დროული ტრანსპორტირების  უზრუნველყოფა;
  • რეისში ყოფნის დროს ავტომანქანისა და ტვირთის მეთვალყურეობა;  

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • კოლეჯი ან უმაღლესი განათლება;
  • სატვირთო ავტოტრანსპორტის მძღოლად მუშაობის გამოცდილება;
  • მართვის მოწმობა - C კატეგორია, მექანიკური მართვის. (დამატებითი კატეგორიების ფლობა ჩაითვლება უპირატესობად);
  • სატრანსპორტო საშუალების მართვის გამოცდილება,  გზებისა და საგზაო მოძრაობის წესების კარგად ცოდნა;
  • სტანდარტული პროგრამული უზრუნველყოფის აპლიკაციებით სარგებლობის გამოცდილება;

უნარ-ჩვევები:
  • პუნქტუალური;
  • პასუხისმგებლიანი;
  • სამუშაოს დაგეგმვისა და დროის მართვის უნარი;
  • სიახლის ათვისების უნარი;
  • დედტალებზე ორიენტრირებული;
  • მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე  12 მაისის ჩათვლით მისამართზე: career@dhl.ge  და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რათა მოხდეს თქვენი კანდიდატურის განხილვა.

კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას DHL-ის საქართველოს წარმომადენლობა კომპანია შპს “ჯორჯიან ექსპრესი“ ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. DHL-ის საქართველოს წარმომადენლობა კომპანია შპს “ჯორჯიან ექსპრესი“-ში კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.