შესყიდვების სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი მეგალაბი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
შესყიდვები: შესყიდვები(ზოგადი)
კომპანია „მეგალაბი“ აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების სპეციალისტის  პოზიციაზე 
“მეგალაბი” ქვეყნის  მასშტაბით ყველაზე მსხვილი და მრავალპროფილური ლაბორატორიაა, სადაც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ხდება ქვეყანაში არსებული ლაბორატორიული დიაგნოსტიკისა და კვლევების  სრულად დაფარვა. 
 
ძირითადი მოვალეობები: 
  • შესყიდვების პროცესის განხორციელება  კომპანიაში არსებული სტანდარტების მიხედვით; 
  • ბაზრის შესწავლა და შესაბამისი მომწოდებლისა და პროდუქციის მოძიება; 
  • კომპანიისათვის მისაღები ფასებისა და პირობების შესახებ მოლაპარაკების წარმოება; 
  • შესაძენი ინვენტარის ხარისხის, ფასებისა და  ვადების კონტროლი; 
  • თანამშრომლების უზრუნველყოფა საჭირო ინვენტარით; 
  • შესყიდვებისათვის საჭირო დოკუმენტაციის/საბუთების წარმოება და პროგრამული ასახვა; 
  • ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ანალიზი და ანგარიშის მიწოდება უშუალო ხელმძღვანელისთვის; 
  • საჭიროების შემთხვევაში, ახალი თანამშრომლებისთვის  მუშაობის სისტემის ახსნა, მათი ორიენტაცია. 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • უმაღლესი განათლება, სასურველია ფინანსების, ეკონომიკის მიმართულებით; 
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინ. 1 წლიანი გამოცდილება შესყიდვების, მომარაგების ან ლოჯისტიკის მიმართულებით. 
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა; 

აუცილებელი ცოდნა: 
  • შესყიდვების და მომარაგების სპეციფიკის ცოდნა; 
  • MS Office პროგრამების ცოდნა; 

პიროვნული კომპეტენციები/უნარები: 
  • გადაწყვეტილების მიღების უნარი; 
  • პრობლემების იდენტიფიცირებისა და აღმოფხვრის უნარი; 
  • მოლაპარაკებების წარმოების უნარი; 
  • დროის მართვის უნარი; 
  • დამოუკიდებლობა/პასუხისმგებლობა; 
  • დისციპლინირებულობა; 
  • შედეგზე ორიენტაცია; 
  • მიზანმიმართულობა; 
 
სამუშაოს ადგილმდებარეობა:  თბილისი, პ.ქავთარაძის #23 
სამუშო გრაფიკი:  ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00 სთ; 
განაცხადის მიღების ბოლო ვადა:  20 მაისი, 2024 წელი. 
 
 
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ,  რეზიუმე გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:  hr@megalab.ge  და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. 
 
„მეგალაბი“   მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით  დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს. 
„მეგალაბში“ თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები „მეგალაბის“ მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის არაუმეტეს 3 წლის ვადით. გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.