მარკეტინგის მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი სადაზღვევო კომპანია ევროინს ჯორჯია
მივლინება: არა ხელფასი: 2500
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
მარკეტინგი, რეკლამა, PR: მარკეტინგის მენეჯერი
სს „სადაზღვეო კომპანია ევროინს ჯორჯიას“ აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე. 

სამუშაო საათები: 9:30სთ  - 18:30სთ. შესვენება 1 საათი 
სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 
ანაზღაურება : 2500 ლარი ხელზე ასაღები.
 
ბენეფიტები:  
  • ჯანმრთელობის დაზღვევა; 
  • პროფესიული განვითარება. 
 
ფუნქცია-მოვალეობები: 
  • მარკეტინგული გეგმის შესრულების უზრუნველყოფა;  
  • მარკეტინგული პროექტებისა და აქტივობების მართვა, ანალიზი; 
  • ციფრული პლათფორმების მართვა, განვითარება და ანალიზი. 
  • სოციალურ ქსელში და ინტერნეტ სივრცეში ბრენდის კომუნიკაციის მართვა, ანალიზი, შემოსულ ნებისმიერ კითხვაზე დროული რეაგირება.  
  • კომპანიის საპრეზენტაციო, სარეკლამო და მარკეტინგული მასალების მომზადება, მათ შორის ვიზუალური და ტექსტური მასალების მომზადება; 
  • ბაზრის დაკვირვება, ტენდენციების შესწავლა და ინფორმაციის გამოყენება მარკეტინგულ აქტივობებში. 
  • პერიოდულად რეპორტების მომზადება. 
  • კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება;  
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • უმაღლესი განათლება მარკეტინგის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით 
  • მარკეტინგის სფეროში მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება, მათ შორის ციფრული მედიის მიმართულებით. 
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; 
  • უცხო ენები - ინგლისური და რუსული (სასურველია);  
 
პიროვნული თვისებები და უნარები:   
  •  შემოქმედებითი აზროვნება 
  • ეფექტური წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;   
  • მოლაპარაკებების ეფექტურად წარმართვის უნარი;   
  • გუნდური მუშაობის უნარი;   
  • დროის მართვის უნარი;   
  • სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირებულობა   
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.    

თუ გსურთ, რომ შემოუერთდეთ პროფესიონალ და მეგობრულ გუნდს გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: hr@euroins.ge   
გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. 
 
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის“ ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. 
პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.