გაყიდვების მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი თიფოქსი
მივლინება: არა ხელფასი: 1500 - 2000
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული, ქართული
გაყიდვები: გაყიდვების მენეჯერი
კომპანია “თიფოქსი” აქტიურად ოპერირებს სამშენებლო მასალებისა და ტექნიკის ბაზარზე. ბრენდი დინამიურად მუშაობს მასშტაბებისა და ახალი მიმართულებების განვითარებაზე.
კომპანიის მიზანია მომხმარებლისთვის გახდეს ყველაზე სანდო და ხარისხთან ასოცირებული ბრენდი სამშენებლო მასალებისა და ტექნიკის ბაზარზე. კომპანიის გამოწვევებს შორის უმთავრესია B2B სექტორთან ერთად უპასუხოს საცალო ბაზრის მომხმარებლის მოთხოვნებს. 
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის   ეწვიეთ ჩვენს გვერდს:  www.tfox.ge
კომპანია „თიფოქსი“  აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო ადგილი: თბილისი

ძირითადი მოვალეობები:
  • პოტენციური ბაზრის ანალიზი და გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება;
  • მოლაპარაკებებისა და ხელშეკრულებების გაფორმების პროცესის წარმართვა;
  • ახალი კორპორატიული კლიენტების მოძიება და მათთან გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება;
  • არსებული კორპორატიული პარტნიორების შენარჩუნება, მათთვის სრულყოფილი (after sale) სერვისის შეთავაზებით;
  • პროდუქტის ეფექტური რეალიზება;
  • გაყიდვების რაოდენობრივი და ფინანსური გეგმების შესრულების უზრუნველყოფა;
  • რეპორტინგისა და ბაზის წარმოება/მუდმივი განახლება;
  • შეკვეთის მიღება, გაფორმება და მისი ოპერატიულად შესრულების კონტროლი;
  • ბაზრის მუდმივი კვლევა და რეკომენდაციების შემუშავება ახალი კლიენტების მოზიდვის მიზნით;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სამშენებლო სექტორში  მსგავს პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 2 წლიანი გამოცდილება;
  • ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
  • MS Office - ის სრულყოფილად ცოდნა;
  • მსუბუქი ავტომობილის ყოლა ჩაითვლბა უპირატესობად.

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • მოტივირებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებულობა, პუნქტუალურობა და დისციპლინირებულობა.
  • კომუნიკაბელური, ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის კარგი უნარი;
  • მოლაპარაკებების წარმართვის კარგი უნარი;

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
  • სამედიცინო დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო);
  • FitPass;
  • ტრენინგებსა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
  • კომფორტულ სამუშაო გარემოს;
  • მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.

სამუშაო პირობები:
  • სამუშაო განაკვეთი: სრული 
  • ხელფასი: 1500-2000 ლარი (ფიქსირებული)  + ბონუსი.( ანაზღაურების განსაზღვრა მოხდება მხარეების შეთანხმებით, დასაქმებულის კვალიფიკაციის შესაბამისად).

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი СV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე : career@ec.ge   2024 წლის  26 მაისამდე. სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება , წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს  „თიფოქსმა" დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს თიფოქსის“ ბაზაში 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებებს!