გაყიდვების მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი ელთ ბილდინგი
მივლინება: არა
ენები: ინგლისური, რუსული
გაყიდვები: გაყიდვების მენეჯერი
სამშენებლო-დეველოპერული კომპანია „ელთ ბილდინგი“ ეძებს გუნდის წევრს ,,გაყიდვების მენეჯერის“ პოზიციაზე. 

ელთ ბილდინგი 2017 წელს შემოვიდა ქართულ სამშენებლო-დეველოპერულ ასპარეზზე.
კომპანიის მთავარი მისია არის ის, რომ უძრავი ქონების ჩვენთან შეძენისას, მომხმარებლებმა უნდა მიიღოს კომფორტული ცხოვრების, დასვენებისა და მომგებიანი ინვესტიციისათვის ყველანაირი პირობა. ისეთი პროექტებით, როგორიც არის "ELT Quarter" ბათუმში და "Spanish Quarter" თბილისში, ჩვენ ვამაყობთ, რომ წვლილი შეგვაქვს, საქართველოში, მშენებლობას ახალი სტანდარტების დანერგვასა და განვითარებაში.
"ელთ ბილდინგს" უნიკალურს ხდის, ფოკუსირებაა მომხმარებლებზე და მათ კმაყოფილებაზე, მაღალი დონის სამშენებლო გამოცდილება და საერთაშორისო სტანდარტების დაცვა, სასტუმროს სტილის სერვისებისა და დიზიანის არსებობა კომპლექსებსა და აპარტამენტებში.

სამუშაო გრაფიკი: სრული (40სთ კვირაში)
ლოკაცია: თბილისი
ანაზღაურება: ფიქსირებული+ბონუსი

ჩვენი შემოთავაზებაა:
  • კომფორტული სამუშაო პირობები;
  • კარიერული განვითარების და წინსვლის შესაძლებლობა;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • მენეჯმენტის და გუნდის მხრიდან მუდმივი მხარდაჭერა;
  • წახალისების სისტემა.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • პოტენციური კლიენტებისთვის პროდუქტისა და მისი მახასიათებლების გაცნობა;
  • დაინტერესებული აუდიტორიისთვის ინფორმაციის მიწოდება დისტანციურად (სატელეფონო, ციფრული არხებით)
  • დაინტერესებულ მომხმარებლებთან ერთად ობიექტის დათვალიერება;
  • მოლაპარაკებებისა და ხელშეკრულებების გაფორმების პროცესის წარმართვა;
  • პროდუქტის რეალიზება;
  • არსებულ და ახალ კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება;
  • რეპორტინგისა და ბაზის წარმოება/მუდმივი განახლება;
  • გაყიდვების სტიმულირების ხელშეწყობა.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • ინგლისური და რუსული ენის ცოდნა სავალდებულოა; (C1 და C2 დონეზე)
  • მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით;
  • გამოცდილება უძრავი ქონების გაყიდვების მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად;
  • კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა.
  • მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფა.

პიროვნული თვისებები და მახასიათებლები:
  • მოტივირებული და კომუნიკაბელური;
  • სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
  • გუნდში მუშაობის უნარი;
  • დისციპლინირებული/პუნქტუალური;
  • პასუხისმგებლიანი და დეტალებზე ორიენტირებული;
  • მოლაპარაკების წარმოების და გადაწყვეტილებისუნარი;
  • სამუშაოს პრიორიტეტებად გადანაწილების უნარი;
  • სამუშაო დროის ეფექტურად გადანაწილების უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV  ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: vacancy@eltbg.com   გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება გაყიდვების მენეჯერის, რათა მოხდეს თქვენი რეზიუმეს განხილვა.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან, რომლებიც გაივლიან გასაუბრების ორ ეტაპს. 
თუ თქვენ ხართ დაინტერესებული კარიერული განვითარებითა და გაქვთ პრაქტიკული გამოცდილება გაყიდვების სფეროში,  თქვენი ადგილი ჩვენს გუნდშია.
შემოგვიერთდით!

წარმატებებს გისურვებთ!