მიწოდების სამსახურის თანამშრომელი

თბილისი სრული განაკვეთი ვესტ ინვესტი
მივლინება: არა ხელფასი: 1500
მართვის მოწმობა: B, C
ადმინისტრაცია: კურიერი
სადისტრიბუციო კომპანია  „ვესტ ინვესტი“ დაარსდა 2006 წელს და წარმოადგენს  საკვები პროდუქტების ერთერთ უმსხვილეს სადისტრიბუციო კომპანიას საქართველოში, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს სხვადასხვა დასახელების უმაღლესი ხარისხის  ხორცპროდუქტებს, ნახევარფაბრიკატებს, ზღვის პროდუქტებსა, რომლებიც იწარმოება საუკეთესო ქარხნების მიერ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. 
კომპანია "ვესტ ინვესტი“ აცხადებს ვაკანსიას  „მიწოდების სამსახურის თანამშრომელი“ ს პოზიციაზე.
მისამართი: ქ. თბილისი გ. ლორთქიფანიძის 13 გ (ვარკეთილი) 
ანაზღაურება: 1500 ლარიდან 
სამუშაო განაკვეთი: 8:00 -17:00 სთ (კვირაში 5 დღე) შაბათ - კვირა დასვენება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • მართვის მოწმობა - B ან C  კატეგორია;
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

ფუნქცია–მოვალეობები:
  • საწყობიდან გამოტანილი პროდუქციის მიღება-ჩაბარება;
  • საწყობთან პროდუქციის რაოდენობის დაზუსტება;
  • სატრანსპორტო საშუალებაში პროდუქციის დაზიანების გარეშე ჩატვირთვა/გადმოტვირთვის
  • უზრუნველყოფა;
  • სატრანსპორტო საშუალებაში პროდუქციის სწორად განლაგება;
  • წინასწარ განსაზღვრული ობიექტებისთვის პროდუქციის დროული მიწოდება;
  • ობიექტში შესატანი პროდუქციის ვიზუალური კონტროლი, უდეფექტო პროდუქციის მიწოდების მიზნით;
  • ობიექტიზე პასუხისმგებელი პირისთვის (მენეჯერისთვის) პროდუქციის  ჩაბარება, ზედნადების საფუძველზე;

საჭირო უნარ–ჩვევები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დეტალებისადმი ორიენტირებულობა;
  • დროის მართვის უნარი.

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ აღნიშნულ მოთხოვნებს   გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე:  hr@wi.ge  ან დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: +995 591079396   სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება პირადი „მიწოდების სამსახურის თანამშრომელი“.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "ვესტ ინვესტი", "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის, გისურვებთ წარმატებას!