ბენე კომფორტი დაარსდა 2020 წელს და უკვე მეოთხე წელია ემსახურება 35-ზე მეტ საცხოვრებელ კომპლექსს და ზრუნავს 4000-მდე მობინადრის ყოველდღიურ კომფორტსა და კეთილდღეობაზე.
ჩვენი კომპანიის მთავარ ძალას წარმოადგენს გუნდი, რომელიც ზრუნავს მაცხოვრებლებზე და მათი ყოველდღიურობის გაუმჯობესებაზე.
კომპანია ბენე კომფორტი აცხადებს ვაკანსიას „მომხმარებელთან ურთიერთობის მენეჯერი“ -ს პოზიციაზე:
ფუნქცია მოვალეობები:
- კომპლექსის მობინადრეებთან კომუნიკაცია, მათ პრობლემებზე დროული რეაგირება;
- პრობლემური სიტუაციების მართვა;
- მოსახლეობასთან კომუნიკაცია საჭიროების შემთხვევაში, რაიმე ტექნიკური პრობლემის არსებობის შემთხვევაში საჭირო პირებთან და სამსახურებთან კონტაქტი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- აუცილებელია მომსახურების სფეროში მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- აუცილებელია მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე;
პიროვნული თვისებები:
- პრობლემური სიტუაციის მართვის უნარი;
- კომფლიქტური სიტუაციის მართვის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ორგანიზებულობა;
- გამართული კომუნიკაციის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
სამუშაო პირობები:
- 10:00 საათიდან 18:00 საათამდე;
- ანაზღაურება 1200 ლარიდან;
- სამუშაო ადგილი - საბურთალო, ტირიფების ქუჩა, 112-ის შენობის მიმდებარე ტერიტორია.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე Hr@benec.ge , გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება “საცხოვრებელი კომპლექსის მენეჯერი”.