„Swissotel Tbilisi” აცხადებს ვაკანსიას სპის დეპარტამენტში: სპას მიმღები თანამშრომლის პოზიციაზე
ACCOR-ის ჯგუფში შემავალი, პრემიუმ კლასის სასტუმრო „Swissôtel Tbilisi” 2023 წლის დეკემბრიდან უმასპინძლებს პირველ სტუმრებს.
Swissôtel -ი არის შვეიცარული წარმოშობის ბრენდი, რომელიც 1981 წლიდან უზრუნველყოფს პრემიუმ კლასის მომსახურებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.
ACCOR არის ფრანგული საერთაშორისო ჯგუფი, რომელიც აერთიანებს 40-ზე მეტ სასტუმრო ბრენდს. ჩვენ ვართ ლიდერები მსოფლიოს მასშტაბით და გვაერთიანებს საერთო მისწრაფება - სტუმართმოყვარეობა. ACCOR ჯგუფი მოიცავს 5400-ზე მეტ სასტუმროს, მსოფლიოს 110 ქვეყანაში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- სტუმრების შესანიშნავი სერვისის უზრუნველყოფა.
- სპა-ს წესები და პროცედურების მკაცრი დაცვა
- ჰიგიენური სტანდარტების დაცვა.
- ინგლისური ენის ფლობა აუცილებელია
პიროვნული თვისებები:
- კომუნიკაბელურობა;
- კრიტიკული სიტუაციის მართვის უნარი;
- ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;
- თავაზიანობა;
გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: tamar.tamazashvili@swissotel.com სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით რეზიუმეს. (სპის მიმღების თანამშრომელი)
„Swissôtel Tbilisi” გისურვებთ წარმატებას!