კომპანია აცხადებს ვაკანსიას ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
სამუშაო გრაფიკი: სრული, 09:00 საათიდან 18:00 საათამდე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
სამუშაო ადგილი: თბილისი
ძირითადი მოვალეობები:
- ჯგუფში შემავალი კომპანიების ფინანსური მართვის სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება;
- მმართველობითი აღრიცხვის ფორმირება და წარმოება: შემოსავლების და ხარჯების ბიუჯეტირება, ფულადი სახსრების მოძრაობის ბიუჯეტირება კომპანიისთვის, მათ შორის ფილიალების ჩათვლით;
- კომპანიის განყოფილებების მუშაობის შედეგების ანალიზის ჩატარება და საქმიანობის გაუმჯობესების რეკომენდაციების შედგენა, ანგარიშგების განმარტებითი ჩანაწერები (გადახრების გამომწვევი მიზეზების ანალიზი);
- ფინანსური პროცესების ოპტიმიზაცია და ეფექტური კონტროლის სისტემების დანერგვა;
- კომპანიის ფულადი ნაკადების მართვა - წლიური, ყოველთვიური, ყოველდღიური გადახდის განრიგის შედგენა;
- კომპანიის ფინანსური მდგომარეობისა და ლიკვიდურობის მონიტორინგი და ანალიზი, მისი აქტივების ეფექტური მართვის უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
- უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ფინანსების ან ბიზნეს ადმინისტრირების განხრით;
- Excel - ის მაღალ დონეზე ფლობა;
- სააღრიცხვო პროგრამა 1C ცოდნა;
- საგადასახადო კოდექსის ცოდნა;
- უცხო ენების ფლობა ჩაითვლება უპირატესობად.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: outsource.vacancy@gmail.com
სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება