მძღოლი

თბილისი სრული განაკვეთი Carrefour Georgia
გამოცდილება: 1 - 2 წლამდე მართვის მოწმობა: B
ავტო-მოტო სერვისი: მსუბუქი ავტომობილის მძღოლი

„კარფური“ ფრანგული ბრენდია, რომლის ფრენჩაიზის მფლობელია „Majid Al Futtaim Retail“, რომელიც სავაჭრო ცენტრების, საცალო ვაჭრობისა და გართობის სფეროს ერთ-ერთი ლიდერია მსოფლიოში.

„კარფურის“ მიზანია, მომხმარებელს მიაწოდოს მაღალი ხარისხის პროდუქციის უდიდესი არჩევანი ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად და შექმნას დაუვიწყარი მომენტები ყველასათვის, ყოველდღე.

„კარფური“ როგორც დამსაქმებელი, ცდილობს დაამკვიდროს მაღალი სტანდარტები ადამიანური კაპიტალის მართვისა და სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებში. “კარფური“-ს უმაღლესი ფასეულობა ადამიანური კაპიტალია. კომპანია შერჩევის კრიტერიუმებსა და დასაქმების პირობებზე თოთოეულ კანდიდატს აძლევს თანაბარ შესაძლებლობას და შემდგომ ყველანაირ ძალისხმევას იჩენს, რათა ხელი შეუწყოს თანამშრომლების პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლას.

მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია - კარფური ამჟამად აცხადებს მძღოლლის ვაკანსიას საკუთარი ავტომობილით (თბილისში).

ძირითდი მოვალეობები:

  • სხვადასხვა სახის ნივთების დანიშნულების ადგილამდე დაზიანების გარეშე ტრანსპორტირება
  • დოკუმენტაციის დროულად ტრანსპორტირება კომპანიის ფილიალებსა და სათაო ოფისს შორის
  • საჭიროების შემთხვევაში თანამშრომლების სხვადასხვა მიმართულებით უსაფრთხო გადაადგილება

მოთხოვნები:

  • B კატეგორიის მართვის მოწმობა
  • მძღოლად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
  • მოტივაცია, შრომისმოყვარეობა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი

თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ განვითარდეთ ჩვენს კომპანიაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: recruitment-geo@mafcarrefour.com

ან გადადით მითითებულ ლინკზე: https://forms.gle/dPhVk4LTwrTQDJG98

წერილის თემის გრაფაში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - მძღოლი

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

ასევე გაითვალისწინეთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე.

გისურვებთ წარმატებებს!