დიასახლისი

თბილისი სრული განაკვეთი Hotel Qarvasla
მივლინება: არა ხელფასი: 1000
განათლება: საშუალო განათლება
სასტუმრო/რესტორანი/კვება: დიასახლისი (ჰაუსკიპინგი)
ავთენტური და უნიკალური სასტუმრო ქარვასლას გახსნა, იგეგმება ამა წლის აპრილის თვეში. სასტუმრო მდებარეობს კოტე აფხაზის ქუჩაზე (ყოფილი ლესელიძე), სასტუმრო აერთიანებს 48 ინდივიდუალურ ოთახს, რესტორანს, ბარს, საკონფერეციო სივრცეს, სატრენაჟორო დარბაზსა და მასაჟის ოთახს.
სასტუმრო აცხადებს ვაკანსიას დიასახლისის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:
  • ტერიტორიის ყოველდღიური დასუფთავება, სასტუმროში არსებული სტანდარტების დაცვით;
  • ოთახების დასუფთავება შესაბამისი სტანდარტებით;
  • ხელმძღვანელის მითითებების ზედმიწევნით შესრულება;
  • საჭირო ინვენტარისა და ქიმიკატების ინსტრუქციებით დადგენილი სტანდარტების შესაბამისად გამოყენება;

პიროვნული თვისებები და უნარები:
  • ორგანიზებულობა;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • პუნქტუალობა;
  • შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • გუნდური მუშაობა;

სამუშაო პირობები:
გრაფიკი 5 სამუშაო დღე, 2 დღე დასვენება;
ანაზღაურება: 1000 ლარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Info@qarvaslahotel.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 558800110