მაღაზიის საწყობის თანამშრომელი

საგარეჯო, თბილისი სეზონური/დროებითი ელიტ ელექტრონიქსი
მივლინება: არა
ლოგისტიკა/ტრანსპორტი: საწყობის თანამშრომელი
სს "ელიტ ელექტრონიქსი" საყოფაცხოვრებო ელექტრო ტექნიკის ყველაზე დიდი ქსელი საქართველოში, დაარსდა 1996 წელს. დღესდღეობით საქართველოს მასშტაბით "ელიტ ელექტრონიქსის" 18 მაღაზიას მოიცავს. სს "ელიტ ელექტრონიქსი" მომხმარებელს სთავაზობს საუკეთესო ფასებს, ფართო და მუდმივად განახლებად ასორტიმენტს, მომსახურების მაღალ დონესა და ინდივიდუალურ მიდგომას თითოეულ მომხმარებელთან. კომპანია წარმოადგენს მსოფლიოში უმსხვილესი ბრენდის ექსკლუზიურ წარმომადგენლობას საქართველოში (Bosch, Gorenje). სს "ელიტ ელექტრონიქსის" ერთ-ერთი პრიორიტეტია საკადრო პოლიტიკა, რაც გულისხმობს პერსპექტიული და მაღალკვალიფიციური კანდიდატების შერჩევას და შემდგომში მათ პროფესიულ ზრდას და განვითარებას

სს "ელიტ ელექტრონიქსი" აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: საგარეჯო,თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
შერჩევის ფორმა: გასაუბრება

ძირითადი მოვალეობები:
  • შემოსული პროდუქციის ჩამოტვირთვა მანქანებიდან;
  • პროდუქციის საწყობში გადატანა/ან მაღაზიაში განლაგება;
  • მაღაზიაში ან საწყობში პროდუქციის გადაადგილება;
  • აღწერებში მონაწილეობის მიღება;
  • გაყიდული ნივთის ადგილზე შემოწმება
  • პროდუქციის მიღება-გაცემის პროგრამული უზრუნველყოფა

პიროვნული მახასიათებლები:
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: jobs@ee.ge. გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაითვალისწინეთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე.