ავტო სერვისის კოორდინატორი

თბილისი სრული განაკვეთი E-Motors Georgia
მივლინება: არა
ენები: ინგლისური, რუსული მართვის მოწმობა: B
ავტო-მოტო სერვისი: სხვა (ავტო-მოტო სერვისი)
E-Motors Georgia არის ჩინური ელექტრო ავტომობილების უმსხვილესი მწარმოებლების  ერთადერთი ექსკლუზიური დისტრიბუტორი და ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში. ჩვენ საქართველოში წარმოვადგენთ ისეთ ბრენდებს, როგორიცაა Dongfeng,  Chery, Dayun, Im Saic Motors, Jetour. ჩვენს მომხმარებელს ავტომობილის შეძენის შემდგომ, ვთავაზობთ სრულ მომსახურებას და მათ საჭიროებებზე მორგებული სერვისს. E-Motors Georgia-სთან ერთად გეძლევათ  მრავალფეროვანი არჩევანი და შესაძლებლობა, რომ აიღოთ სწორი მიმართულება მომავლისკენ. 
“E-Motos Georgia”-ს გუნდში ვეძებთ ავტო სერვისის კოორდინატორს:  

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:  
  • ავტომობილების გადაადგილება/გადაყვანა დანიშნულებისამებრ საჭიროების მიხედვით; 
  • საწყობში არსებული ავტომობილების მუდმივი მონიტორინგი, ელექტრომობილების დამუხტვა და მუდმივად გამართულ  მდგომარეობაში ყოფნის უზრუნველყოფა; 
  • ავტომობილების გაყიდვის წინა მომზადებაში მონაწილეობა;  
  • ავტომობილების შემოწმება და დეფექტების გამოვლენა; 
  • ჩასატარებელი სამუშაოების დადგენაში მონაწილეობის მიღება და ტექნიკოსებთან/მექანიკოსებთან მათი დაგეგმვა; 
  • ავტო სერვისის საჭიროების მქონე მომხმარებლების მიღება და კომუნიკაცია; 
  • მომხმარებლებისთვის საჭირო ავტო მომსახურების შეთავაზება; 
  • სამუშაოების შესრულების შესახებ მომხმარებლებთან მუდმივი კომუნიკაცია და დასრულების შემდეგ ავტომობილის ჩაბარება; 
  • მექანიკოსების მიერ შესრულებული სამუშაოების ხარისხისა და ვადების კონტროლი; 
  • შესაბამის პროგრამებში მუშაობა და დოკუმენტაციის წარმოება; 
  • უშუალო ხელმძღვანელის საქმიანობასთან დაკავშირებული დავალებების შესრულება და ანგარიშგება; 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • ავტომობილის აგებულებისა და საავტომობილო სფეროს ცოდნა და გამოცდილება ; 
  • საოფისე პროგრამებთან მუშაობის გამოცდილებალ 
  • ინგლისურ და რუსულ ენების საკომუნიკაციო ენაზე ფლობა; 
  • B კატეგორიის მართვის მოწმობა. 
 
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, რეზიუმე გამოგზავნოთ შემდეგ მეილზე - Vacancy@emotors.ge  გთხოვთ, დასახელებაში მიუთითეთ  პოზიცია - „ავტო სერვისის კოორდინატორი“. 

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ, ეწვიოთ: 
https://www.facebook.com/profile.php?id=61551642998165 
https://shorturl.at/gmxQ9 
tiktok.com/@emotors.ge 
https://www.linkedin.com/company/e-motors-georgia/