გაყიდვების მენეჯერი/უძრავი ქონების აგენტი

თბილისი სრული განაკვეთი G&C Group
მივლინება: არა
განათლება: საშუალო განათლება
გაყიდვები: გაყიდვების აგენტი
უძრავი ქონების მსოფლიო ინდუსტრია არის ერთ-ერთი ყველაზე მზარდი და ბევრი შესაძლებლობით სავსე სფერო.ჩვენი გუნდის პროფესიონალთა დახმარებით თქვენ შეძლებთ ისეთი ცოდნის და კონტაქტების შეძენა,რაც საბოლოო ჯამში ბაზარზე კონკურეტუნარიან პროფესიონალებად გაგხდით და ბევრად წინ იქნებით სხვა კომპანიებსა თუ აგენტებს შორის.
 G&C Group - ი  ექსკლუზიურად თანამშრომლობს ადგილობრივ წამყვან სამშენებლო და არქიტექტურულ კომპანიებთან.
კომპანია დაარსდა 04.04.2008 -ში და დღემდე, წარმატებულად ოპერირებს ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე.

G&C Group აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერი/უძრავი ქონების აგენტის პოზიციაზე
 
ჩვენ გთავაზობთ:
  • მაღალ ანაზღაურებას რომელიც სრულიად თქვენზეა დამოკიდებული 
  • ოფისის მეგობრულ გარემოს და კარიერულ წინსვლას
  • ტრენინგებს
  • კორპორატიული ნომერი
  • უძრავი ქონების აგენტს საკუთარ ობიექტებთან ერთად ექნება უამრავი, კომპანიის მიერ ჩაბარებული, ექსკლუზიური ობიექტი.    

რეალტორის ფუნქცია-მოვალეობები:
  • მომხმარებელთან ვერბალური და წერითი კომუნიკაცია
  • მომხმარებელთა ბაზების მართვა
  • რეპორტინგი
  • ობიექტზე ვიზიტის ორგანიზება და განხორციელება
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • მსგავს პოზიციაზე ან გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
  • უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
 
პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • გუნდურად მუშაობის უნარი
  • მოლაპარაკების წარმართვის უნარი
  • განვითარებაზე ორიენტირებული
  • პუნქტუალური
  • მაღალი პასუხისმგებლობის მქონე
 
 
სამუშაო გრაფიკი: 10:00-19:00 (კვირაში ერთი დღე დასვენება, ირჩევთ თქვენთვითონ)
ანაზღაურება: 2500-10000+ ლარამდე (გამომუშავებით)
 
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას და გამოგზავნთ CV მეილზე:  g.c.groupn1@gmail.com
(სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება)