მარკეტერი

თბილისი სრული განაკვეთი ჩემო კარგო
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
მარკეტინგი, რეკლამა, PR: ზოგადი მარკეტინგი
მყუდრო გარემო, გემრიელი კერძები, გემოვნებით შერჩეული მუსიკა და პროფესიონალთა გუნდი –რესტორანი „ჩემო კარგო“ სწორედ ამ სერვისს გთავაზობთ.
„ორიგინალი ჯგუფს“ გააჩნია საქმიანობის 16 წლიანი ისტორია, აერთიანებს როგორც რესტორნების ქსელს, რომელიც თბილისის მაშტაბით წარმოდგენილია სამ სხვადასხვა ლოკაციაზე ,ასევე ლუდის საწარმოს, ადგილზე მიტანის სერვისს, ბანკეტებისა და ფურშეტების სერვისს. 
სწორედ  „ჩემო კარგოს“ - გუნდში ვეძებთ თანაგუნდელს მარკეტერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი : თბილისი, ბელიაშვილის 25.
გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: შეთანხმებით

ჩვენ გთავაზობთ:
  • სტაბილურ სამსახურს და კონკურენტულ ანაზღაურებას;
  • განვითარების შესაძლებლობას;
  • კორპორატიულ დაზღვევას.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • სარესტორნო ბაზრის კვლევა;
  • მომხმარებელთა ქცევის შესწავლა, მომხმარებლებთან ურთიერთობის მენეჯმენტი;
  • სამიზნე ბაზრის შერჩევა;
  • სერვის მენეჯერებთან მუდმივი კონტაქტი მომსახურების ხარისხთან დაკავშირებით, გაყიდვებზე და შეთავაზებებზე მუშაობა;
  • გაწეული სამუშაოს შედეგების კონტროლი და ანალიზი;
  • მარკეტინგული გეგმის, ხედვის ჩამოყალიბება და მართვა;
  • მუსიკალური ბადის შექმნა და მართვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება მარკეტინგის მიმართულებით;
  • სასურველია HoReCa სექტორში მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

თუ გსურთ გახდეთ ჩვენი თანაგუნდელი და თვლით რომ თქვენი გამოცდილება და უნარჩვევები აკმაყოფილებს ვაკანსიის მოთხოვნებს გთხოვთ თქვენი რეზიუმე გადმოაგზვნეთ მეილზე hr@originali.ge  და  მნიშვნელოვანია სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების, მათ შორის რეზიუმეს გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს „ორიგინალი ჯგუფმა“დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 თვის განმავლობაში."
თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია დამუშავებული იქნება შპს „ორიგინალი ჯგუფის“ -ადამიანური რესურსების განყოფილილების მიერ.