იმპორტის მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი აკვალაინი
მივლინება: არა
ენები: ქართული, ინგლისური, რუსული
ლოგისტიკა/ტრანსპორტი: იმპორტ-ექსპორტის ადმინისტრირება
კომპანია “აკვალაინი” 2006 წლიდან ოპერირებს ბაზარზე. პროფესიონალი თანამშრომლებისა და მსოფლიოს წამყვანი კომპანიების ხარისხიანი პროდუქციის გამოყენებით, კომპანია სთავაზობს თავის მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის აუზების, საუნისა და ფილტრაციის სისტემების დაპროექტება-მშენებლობას.
კომპანია “აკვალაინი” აცხადებს ვაკანსიას იმპორტის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო განაკვეთი/გრაფიკი: სრული, სტანდარტული 10:00 – 19:00
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, დიდი დიღომი
ანაზრაურება - კვალიფიკაციის მიხედვით

ფუნქცია-მოვალეობები:
  • არსებულ მომწოდებლებთან მჭიდრო კონტაქტი, ინფორმაციის გაცვლა,  ხელშეკრულების გაფორმება/განახლება, უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმებით.
  • საჭიროებისამებრ საერთაშორისო ბაზარზე ახალი პროდუქტის ანდა მწარმოებლის მოძიება/დაკავშირება; 
  • მიმდინარე წლის კატალოგის/price list-ისა და საჭიროების შემთხვევაში პროდუქციის ნიმუშების მოთხოვნა და უშუალო ხელმძღვანელთან გაზიარება; 
  • იმპორტთან დაკავშირებული ყველა საჭირო დოკუმენტაციის ადმინისტრირება (ინვოისი, შეფუთვის ფურცელი, UN კოდის მოთხოვნა იმ შემთხვევაში, თუ ტვირთი სახიფათოა, დაზღვევის სერტიკიკატი, საბაჟო და სხვა ნებართვები);
  • Data Sheet, MSDS და სერტიფიკატების მოთხოვნა/მიღება და გადაგზავნა შესაბამისს დეპარტამენტებში;
  • გამოფენებში მონაწილეობის მიღება;
  • მომწოდებლისა და გადამზიდავის მიერ გამოწერილი დოკუმენტაციის/ინვოისების გადაგზავნა ფინანსურ  დეპარტამენტში;
  • მოწოდების პირობების შესაბამისად, ტრანსპორტირების ეფექტიანი უზრუნველყოფა,  დადთქმულ ვადებში;
  • მომწოდებელთან დაკავშირება, იმ შემთხვევაში, თუ განბაჟების პროცესში საჭირო გახდა დამატებითი საბუთები ანდა არსებული საბუთების შეცვლა;
  • მიმწოდებელთან კომუნიკაცია, ტვირთის მიღების თაობაზე და უზუსტობის შემთხვევაში წერილის გაგზავნა ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით;
  • უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული სხვა დავალებების და მითითებების შესრულება, რომელიც რადიკალურად არ განსხვავდება მის მიერ შესასრულებელი საქმიანობისგან.

მოთხოვნები:
  • მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება იმპორტ-ექსპორტისა ანდა შესყიდვების მიმართულებით;
  • საბაჟო და იმპორტ-ექსპორტთან დაკავშირებულ დოკუმენტებთან მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია სატრანსპორტო და საბაჟო ოპერაციების ცოდნა;
  • ქართული, რუსული, ინგლისური ენების გამართულად ცოდნა;
  • გამართული კომუნიკაციის, პრეზენტაციისა და მოლაპარაკების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პუნქტუალურობა და დროის მართვის უნარი;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა. 

ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:
  • კორპორატიული ნომერი და სასაუბრო ლიმიტი; 
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • თანამშრომლის წილის საპენსიო გადასახადის 2%-ის გადახდა;
  • კვარტალში  1 დამატებითი დასვენების დღით (DayOff) სარგებლობის შესაძლებლობა;
  • მზარდი ბიზნესი;
  • სწავლისა და განვითარების შესაძლებლობა;
  • პროფესიონალი და მხარდამჭერი კოლეგები;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე hr@aqualine.ge სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება. განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა 26 აპრილი 2024წ.
გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან, რომლებიც დააკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.