HoReCa მენეჯერის ასისტენტი

თბილისი სრული განაკვეთი ჯეო-კოოპ
განათლება: ბაკალავრი ენები: რუსული, ინგლისური
გაყიდვები: გაყიდვების მენეჯერი

კომპანია „ჯეო-კოოპ“ გახლავთ ერთ-ერთი წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2009 წლის ივნისში.
ჩვენი უმთავრესი მიზანია სამომხმარებლო ქსელის მსოფლიოს ბრენდების პროდუქციით მომარაგება, კვალიფიციური დისტრიბუციის განხორციელება, რაც უზრუნველყოფს უმაღლესი ხარისხის პროდუქციის მიწოდებას დროულად, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე და მომხმარებელთა ყველა ფენისათვის.

„ჯეო-კოოპ“-ი აცხადებს ვაკანსიას  HoReCa მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი; თვალჭრელიძის ქ. N5

ფუნქციები და მოვალეობები:

  • საქმიანი კორესპონდენციებისა და კომერციული დოკუმენტების მართვა/დახარისხება;
  • ოფიციალური წერილების გაგზავნა;
  • სატელეფონო ზარებზე პასუხი;
  • გაწეული სამუშაოს მონიტორინგი და ანალიზი;
  • ნებისმიერ საკითხზე კლიენტებთან კომუნიკაცია
  • შეკვეთების შედგენა/კორეკტირება
  • გაყიდვების ანალიზი  ნომენკლატურის, კატეგორიების, ბრენდების და დროის მიხედვით
  • ადმინისტრაციის მიერ დაკისრებული სხვა სამუშაოების შესრულება;
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
სავალდებულო:
  • უმაღლესი განათლება  
  • ქართული და რუსული ენების ცოდნა ( სავალდებულო ), ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
  • საოფისე პროგრამების ფლობა ( Microsoft Exsel - საბაზისო ცოდნა არის აუცილებელი )
  • გამართული წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის წარმოების უნარი
  • გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება
 
აუცილებელი  უნარები:
  • კომუნიკაბელურობა;
  • პუნქტუალურობა;
  • ორგანიზებულობა, სწრაფი და ეფექტური რეაგირება დაკისრებული მოვალეობების შესრულებისას;
  • სტრესულ სიტუაციაში ეფექტურად მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ეფექტური კომუნიკაციის და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
 
 

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე და ფოტოსურათი ელექტრონულ მისამართზე: p.chikhladze@gmail.com

გთხოვთ, სააპლიკაციო ფორმაზე ან ელ.ფოსტის თემატიკაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

წარმოდგენილი განაცხადებიდან მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება