მარკეტინგული კომუნიკაციების უმცროსი სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი სუპერმარკეტების ქსელი მაგნიტი
მივლინება: არა
ენები: ინგლისური
მარკეტინგი, რეკლამა, PR: საზოგადოებასთან ურთიერთობა, მარკეტინგული კომუნიკაციები
ქართული სუპერმარკეტების ქსელი „მაგნიტი“ 2015 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. კომპანიას სრულად ქართული მენეჯმენტი ჰყავს და პირველი იყო, რომელმაც ორგანიზებული სუპერმარკეტების განვითარება დაიწყო რეგიონებში, დღეს კი 300-ზე მეტი მაღაზიითაა წარმოდგენილი საქართველოს ყველა რეგიოონში.
„მაგნიტი“ საქართველოს შრომის ბაზარზე ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია 5000-მდე თანამშრომლით და საქართველოს რეგიონებში დასაქმებული თანამშრომლების რაოდენობით ერთ-ერთი მოწინავეა.
„მაგნიტის“ ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ხარისხიანი, უსაფრთხო პროდუქციის და კომფორტული მომსახურების უზრუნველყოფაა.
კომპანიის მისია მთელ საქართველოში მოსახლეობისთვის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაა, მთავარი ღირებულებები კი პასუხისმგებლიანი და ეთიკური ბიზნესის ოპერირებას ეფუძნება.
თუ ხართ ღია გამოწვევებისთვის და გსურთ, გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის მარკეტინგის გუნდის წევრი, ჩვენ გთავაზობთ პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას.

მაგნიტში ვეძებთ მარკეტინგული კომუნიკაციების უმცროს სპეციალისტს, რომელიც ჩართული იქნება დეპარტამენტის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საქმიანობაში.

ფუნქცია-მოვალეობები:
  • SMS კამპანიების წარმოება
  • კომპანიის პოლიტიკისა და Tone of Voice-ის გათვალისწინებით ქოლ-ცენტრისა საქმიანობისა და ინბოქსის მონიტორინგი
  • სოციალურ ქსელებში კომენტარებზე პასუხი
  • რეპორტინგის წარმოება მარკეტინგული კომუნიკაციების მიმართულებით
  • გუნდის ყოველდღიურ საქმიანობაში ჩართულობა

კვალიფიკაცია:
  • განათლება ან მუშაობის მცირე გამოცდილება მარკეტინგის მიმართულებით
  • ინბოქსისა და კომენტარების მართვის გამოცდილება
  • ქოფირაითინგის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
  • ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა
  • აუცილებელია excel-ის კარგად ცოდნა

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
  • პასუხისმგებლობის გრძნობა
  • პრეზენტაციის მომზადებისა და წარდგენის, წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარები
  • ეთიკურობა და აკადამიურობა
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი
  • როგორც გუნდურად, ისე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
  • დროის სწორად მართვისა და ეფექტურად გამოყენების უნარი
  • ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა

ჩვენ გთავაზობთ:
  • პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას
  • ჯანმრთელობის დაზღვევას
  • კორპორატიულ ნომერს
  • ტრენინგებისა და კურსების დაფინანსებას საქმის საჭიროებიდან გამომდინარე

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი- პარასკევი, 09:00-18:00 სთ, ოფისიდან
სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი
ანაზღაურება კვალიფიკაციის მიხედვით

თუ ფიქრობთ, რომ ეს ვაკანსია სწორედ ისაა, რაშიც თქვენს თავს ხედავთ, გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@magniti.ge და subject ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება „მარკეტინგული კომუნიკაციების უმცროსი სპეციალისტი“
გისურვებთ წარმატებას!