აღწერის ოფიცერი

თბილისი სრული განაკვეთი აგროჰაბი
მივლინება: დიახ
განათლება: ბაკალავრი
ბუღალტერია/ფინანსები: ბუღალტერ - აღმრიცხველი

კომპანია „აგროჰაბი ახალი  აცხადებს ვაკანსიას აღწერის ოფიცერის პოზიციაზე თბილისში. 


„აგროჰაბი“ არის, საქართველოში პირველი, ინოვაციური აგრარული ჰიპერმარკეტი, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს მუდმივად ჯანსაღ, ნატურალურ და ახალ პროდუქციას. 

 

ძირითადი მოვალეობები:

  • ობიექტებზე აღწერების გაკეთება კომპანიის მიერ შემუშავებული სტანდარტების შესაბამისად;
  • ინვენტარიზაციის ჩატარება;
  • პროდუქციის სასაქონლო ზედნადებების შემოწმება;
  • არსებული სასაქონლო ნაშთების შემოწმება;
  • სხვადასხვა სახის რეპორტების მომზადება უშუალო ხელმძღვანელთან.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • უმაღლესი განათლება სასურველია ფინანსების მიმართულებით;
  • სასურველია გაყიდვების სფეროში ან წარმოებაში მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • აუცილებელია Excel- ის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • სასურველია კანდიდატს ჰქონდეს აპექსთან მუშაობის გამოცდილება.  
  • სამარკეტე პროდუქციის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;

 

უნარ-ჩვევები: 

  • კონცენტრაციის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა 

 

სამუშაო პირობები:

  • გრაფიკი: სრული
  • ანაზღაურება:  კვალიფიკაციის შესაბამისად.

 

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე: hr@agrohub.ge გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.


გისურვებთ წარმატებას !