გაყიდვების მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი ჯორჯიან თრეველ გრუპ
მივლინება: არა
ენები: ქართული, რუსული, ინგლისური
გაყიდვები: გაყიდვების მენეჯერი
IATA-ში აკრედიტებული ტურისტული კომპანია "Georgian Travel Group" აცხადებს ვაკანსიას სამგზავრო ავია გადაზიდვების გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • ავიაბილეთების დაჯავშნა და რეალიზაცია 
  • მომხმარებლებთან კომუნიკაცია და მოლაპარეკებების წარმოება;
  • მომხმარებელთან ხანგრძლივი საქმიანი ურთიერთობის ჩამოყალიბებაზე ზრუნა, შემდგომი შენარჩუნება და განვითარება;
  • კომპანიაში მიმდინარე პროცესებში ჩართულობა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • ავიაბილეთების და სხვა ავიამოცულობების გაყიდვებში მინიმუმ 5 წლიანი მუშაობის გამოცდილება.
  • ავიამოცულობების დაჯავშნის და გლობალურ რეალიზაციის სისტემების (Amadeus, Gabriel ან სხვა) ცოდნა და კვალიფიციური მუშაობის გამოცდილება.
  • აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა, დამატებით რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Word, Excel, Outlook) ცოდნა;

სამუშაო განაკვეთი: სრული
შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობა: განსაზღვრული ვადით
შრომის ანაზღაურება: განისაზღვრება კომპანიის შიდა პოლიტიკისა და კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელ-ფოსტაზე: jobs@cometogeorgia.net გთხოვთ, მიიღოთ ცნობად, რომ გასაუბრების ეტაპზე გადასულ კანდიდატებს დავუკავშირდებით ვაკანსიის განთავსების ვადის ამოწურვიდან უახლოესი ორი კვირის განმავლობაში. სხვა შემთხვევაში ითვლება, რომ თქვენი რეზიუმე აღარ განიხილება!

გისურვებთ წარმატებას!