ქალაქ ბათუმში, მაზნიაშვილის ქუჩა 43-ში მდებარე სასტუმრო ,,ბლუმი’’ აცხადებს ვაკანსიას ბარმენის პოზიციაზე;
ძირითადი მოვალეობები:
- შეკვეთების მიღება და მომზადება ოპტიმალურ დროში დადგენილი სტანდარტებისა და რეცეპტურის შესაბამისად;
- გეგმიური ინვენტარიზაციის წარმოება და აღწერის შედეგების შესახებ ინფორმაციის მიწოდება უშუალო ხელმძღვანელისთვის დადგენილი პროცედურის შესაბამისად;
- ბარისთვის საჭირო პროდუქციის შეკვეთა დადგენილი ფორმით და პერიოდულობით;
- სამუშაო ადგილის მოწესრიგება, სანიტარული და ჰიგიენური ნორმების დაცვის უზრუნველყოფა;
მოთხოვნები:
- ენერგიული და შრომისმოყვარე;
- ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
- პუნქტუალური;
- კომუნიკაბელური;
- უცხო ენაზე კომუნიკაციის უნარი;
გრაფიკი: ყოველ დღე 16:00 სთ.-დან 00:00 სთ.-მდე.
ანაზღაურება შეთანხმებით;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ cv გადმოგვიგზავნოთ info@hotelbloom.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიცია „ბარმენი“; ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 557 800 800 / +995 558 312 020