ადამიანური რესურსების მართვის / HR ბიზნეს პარტნიორი

თბილისი სრული განაკვეთი სასტუმრო KMM
მივლინება: არა ხელფასი: 2000 - 2500
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
ადამიანური რესურსები: HR მენეჯერი
KMM Group-ში შემავალი სასტუმროები - KMM Hotel, New Tiflis Hotel აცხადებს ვაკანსიას ადამიანური რესურსების მართვის / HR ბიზნეს პარტნიორის პოზიციაზე.

სასტუმრო KMM ფუნქციონირებს 2006, ხოლო სასტუმრო New Tiflis 2018 წლიდან. ორივე სასტუმრო მდებარეობს თბილისის ისტორიულ და ტურისტულ ცენტრში:
KMM Hotel - 66 ნომერი - მეტეხის 1-ლი შესახვევი, მეფსალმუნე დავით მეფის ქუჩა N10 - https://kmm.ge/en/home
New Tiflis Hotel - 38 ნომერი - დავით აღმაშენებლის გამზირი N75 https://www.new-tiflis.ge/en

სასტუმროები სთავაზობს განთავსების მომსახურებას, მყუდრო ოთახებს, ელეგანტური ინტერიერით, თბილისის თვალწარმტაცი ხედებით და კვალიფიციური თანამშრომლების მომსახურებით.

ფუნქცია - მოვალეობები:
  • HR სტრუქტურის ჩამოყალიბება და სტრატეგიის შემუშავება;
  • შერჩევის პროცესის სრული ციკლის მართვა;
  • თანამშრომელთა პირადი საქმეების ფორმირება და მუდმივი კონტროლი;
  • სამუშაო აღწერილობების მომზადება და პერიოდული განახლება;
  • პერსონალის მართვა და დენადობის კონტროლი;
  • ტრენინგების საჭიროებების განსაზღვრა, დაგეგმვა/ორგანიზება და საბაზისო ტრენინგების ჩატარება;
  • შეფასების სისტემის შემუშავება, განვითარება, მართვა და კონტროლი;
  • სამოტივაციო სისტემის შემუშავება და შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა/განხორციელება;
  • კორპორატიული ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება;
  • კომპანიაში არსებული ბენეფიტების მართვა;
  • თანამშრომლების აღრიცხვა შემოსავლების სამსახურის (RS) პორტალზე და მუდმივი მონიტორინგი
  • სახელფასო უწყისის მომზადება (Payroll);
  • HR რეპორტინგის წარმოება და ანალიზი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ადამიანურ რესურსებში, ბიზნესის მენეჯმენტის ან სოციალური მეცნიერების მიმართულებით;
  • HR მენეჯერის პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭება სტუმართმასპინძლობის/სასტუმროს სფეროში მუშაობის გამოცდილების მქონე კანდიდატებს);
  • საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა;
  • საქართველოს შრომის კოდექსის და მასთან დაკავშირებული საერთაშორისო რეგულაციების ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა;

პიროვნული თვისებები:
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • ლოგიკური აზროვნება;
  • საქმისა და დროის სწორად განაწილების უნარი;
  • წინასწარ გაწერილ ვადებში მუშაობის უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, პუნქტუალურობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;

ჩვენ გთავაზობთ:
  • გრძელვადიან თანამშრომლობას;
  • კვებით უზრუნველყოფას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი;
სამუშაო გრაფიკი: სრული (10:00-19:00);
ანაზღაურების დიაპაზონი: 2000-2500 ლარი;

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@kmm.ge წერილის თემის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.