გაყიდვების აგენტი

ბათუმი სრული განაკვეთი ტურინვესტი
მივლინება: არა
განათლება: არასრული საშუალო განათლება ენები: ინგლისური, რუსული
გაყიდვები: გაყიდვების აგენტი

იყავი საუკეთესოსთან ერთად!

Tourinvest Group ეძებს გუნდის ახალ წევრს გაყიდვების აგენტის პოზიციაზე.

კომპანია 2008 წლიდან ოპერირებს და მისი ჯამური ინვესტიცია დაახლოებით ორას მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. ის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ინვესტორია საქართველოში და კომპანიის ოპერირების მიმართულებებს წარმოადგენს მშენებლობა, უძრავი ქონების გაყიდვები, უძრავი ქონების მართვა, სასტუმრო მომსახურების მენეჯმენტი, რესტორნების მართვა, ტურისტული ატრაქციონის ოპერირება, მათ შორის საბაგირო გზა ,,არგო“, სათამაშო ბიზნესის მართვა, საერთაშორისო ბრენდებთან პარტნიორული ურთიერთობები. Tourinvest Group-ის პროექტების ფარგლებში დასაქმებულია დაახლოებით 700-მდე ადამიანი.

არსებობის პერიოდში კომპანიას განხორციელებული აქვს ქალაქისთვის მნიშვნელოვანი არა ერთი პროექტი, მათ შორისაა სასტურმო ჰილტონ ბათუმი და ბელვიუ რეზიდენს ბათუმი.

ჩვენი ამბიციების განსახორციელებლად გვესაჭიროება თქვენი ახალი იდეები და მონდომება. თქვენი მთავარი ამოცანა ბელვიუს საცხოვრებელ კომპლექსში (ჰილტონ ბათუმის კომპლექსში) არსებული მაღალი ხარისხის აპარტამენტების გაყიდვა იქნება.


ძირითადი მოვალეობები:

  • უწევს პოტენციურ მყიდველს კვალიფიციურ და მაღალი კლასის მომსახურებას;
  • ჰყიდის ბელვიუ აპარტამენტებს, მის უნიკალურ ბენეფიტებს და აგრეთვე კომპანიის პროექტთან დაკავშირებულ სხვა მომსახურებებს;
  • გაყიდვებს აწარმოებს სხვადასხვა არხებით: ადგილზე, ონლაინ, ტელეფონით;
  • განუმარტავს პოტენციურ მყიდველს ხელშეკრულებების პირობებს;
  • მყიდველთან წარმართავს გაყიდვების მორგებულ პროცესს, მოთხოვნიდან მიღება ჩაბარების აქტის გაფორმებამდე;
  • ახორციელებს გაყიდვების შემდგომ კომუნიკაციას მყიდველებთან მათი კმაყოფილების დონის ამაღლების მიზნით;
  • უშუალო ხელმძღვანელის დავალებით ახორციელებს სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულებას, რომელიც სავალდებულოა დამსაქმებელი კომპანიის საქმიანობის ეფექტურად განხორციელებისათვის.


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • აპარტამენტების გაყიდვების მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
  • ქართული, ინგლისური და რუსული ენების ცოდნა სასაუბრო
  • ეფექტური წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი


გამოწვევებით სავსე, სასიამოვნო, მრავალფეროვან და განვითარებად გარემოსთან ერთად კომპანია თანამშრომლებს განსაკუთრებულ ბენეფიტებსაც სთავაზობს:

  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • 50 %–იანი ფასდაკლება ჰილტონ ბათუმში, კერძოდ ნეფელე სქაი ბარში, თანდილა ლობი ბარში, რესტორან პელიონში, ეფორია სპაში;
  • 70 %-იან ფასდაკლებას ბათუმის საბაგირო გზა „არგო“-ზე
  • ფასდაკლებას რესტორან ,,არგო“- ში 


სამუშაო პირობები:

  • სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი
  • სამუშაო განაკვეთი: სრული
  • ანაზღაურება: შეთანხმებით, ასევე გაყიდვებიდან ყველაზე მაღალი ბონუსი საქართველოში


დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე/განაცხადის ფორმა უნდა გამოგზავნონ მისამართზე: career@tourinvestgroup.com და მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "გაყიდვების აგენტი“, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.


Tourinvest Group მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!