ჰოლ მენეჯერი

ბათუმი სრული განაკვეთი bet25.live
მივლინება: არა ხელფასი: 1200 +ბონუსი
ენები: ინგლისური, თურქული
სასტუმრო/რესტორანი/კვება: მიმღები (Front Office)
BET25 არის ინოვაციური გართობის სივრცე, რომელიც ორიენტირებულია სიახლეებზე, ტექნოლოგიებზე, რითიც უზრუნველყობს მომხმარებლისთვის საუკეთესო გარემოს შექმნას და ქმნის მრავალფეროვან გასართობ სივრცეს. 
"betlive.club" აცხადებს ვაკანსიას ჰოლ მენეჯერის პოზიციაზე. 
 
სამუშაოს ადგილმდებარეობა: 259 ბ, აეროპორტის გზატკეცილი, ქ. ბათუმი 
სამუშაო განაკვეთი: ცვლებში (2 დღე მუშაობა, 2 დღე დასვენება)  
სამუშაო საათები: 09:00-21:00, 21:00-09:00 
უშუალო ხელმძღვანელი:  დარბაზის მენეჯერი 
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 1200 ლარი და ბონუსი. 
 
ძირითადი მოვალეობები: 
  • დაქვემდებარებული პერსონალის მუშაობის დაგეგმვა და მონიტორინგი; 
  • დახმარების გაწევა ხელმძღვანელობისათვის თანამშრომლების დისციპლინარული საკითხების გადაწყვეტაში; 
  • დასწრების ჟურნალების წარმოებაში მონაწილეობა; 
  • დაქვემდებარებულ თანამშრომელთა საკონტაქტო ინფორმაციის პერმამენტულად გაnახლება; 
  • სამუშაო გარემოს გაუმჯობესებაზე ზრუნვა, რაც ხელს შეუწყობს გუნდურ მუშაობას, ურთიერთპატივისცემის ჩამოყალიბებას თანამშრომელთა შორის და მათგან საჭირო უკუკავშირის მიღებას; 
  • თანამშრომლების ინფორმირება პროდუქტების შესახებ, ასევე მიმდინარე და დაგეგმილი აქციებისა და ღონისძიებების თაობაზე; 
  • ობიექტის გამართული მუშაობისათვის საჭირო რესურსების დეფიციტის და საჭიროების თაობაზე უშუალო ხელმძღვანელისათვის ინფორმაციის მიწოდება; 
  • სამუშაო ადგილზე სისუფთავის, სანიტარული და შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცულობის უზრუნველყოფა და მონიტორინგი; 
  • პროფესიონალურად და დროულად დახმარება კლიენტების ან/და მათი წარმომადგენლებისთვის საჭირო საკითხების გადაწყვეტაში; 
  • VIP მომხმარებლებთან ურთიერთობა - მათი ცნობიერების ამაღლება პროდუქტებისა და აქციების შესახებ; 
  • სათამაშო აპარატების მენიუს სრულყოფილი ცოდნა; 
  • საბარათე სისტემის დეტალური ცოდნა და მის შესახებ კლიენტების ინფორმირება. 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები/უნარები: 
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; 
  • პუნქტუალურობა; 
  • ყურადღება დეტალების მიმართ; 
  • კომუნიკაბელურობა; 
  • ქართულ ენაზე გამართული  მეტყველება; 
  • თურქული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა; 
  • ინგლისური ენის ცოდნა (ჩაითვლება უპირატესობად); 
  • სიახლეებთან და ცვლილებებთან ადაპტაციის კარგი უნარი. 

შერჩევის ეტაპები: 

  • განაცხადების გადარჩევა; 
  • გასაუბრება; 
  • ტრენინგი.  
 
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: bet25career@gmail.com   და გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ჰოლ მენეჯერი" . 
 
რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.