ჰიგიენა-სანიტარის კონსულტანტი/გაყიდვების სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი ორკინ საქართველო
ენები: ინგლისური, რუსული მართვის მოწმობა: B
გაყიდვები: გაყიდვების კონსულტანტი, გაყიდვების მენეჯერი

ორკინი საქართველო გეპატიჟებათ ახალი კარიერის გზაზე კომერციული მომსახურების, სანიტარიისა და სურსათის უვნებლობის ინდუსტრიაში

ორკინი საქართველო  აცხადებს ვაკანსიას ჰიგიენა-სანიტარის კონსულტანტის /გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე. 

დამსაქმებელი:ორკინი საქართველო (შპს სამომხმარებლო მომსახურება)

https://www.orkinglobal.com/

www.orkin.com

www.orkin.ge

დამსაქმებლის შესახებ: ორკინი საქართველო წარმოადგენს წამყვან მულტინაციონალურ ჯგუფს Orkin International-ს, რომელიც მსოფლიოს 80 ქვეყანაში ემსახურება სასტუმროებს, საწარმოებს და სხვა ბიზნესებს, მავნებლის პრევენციის და კონტროლის მიმართულებით (დერატიზაცია-დეზინსექცია-დეზინფექცია და დაკავშირებული სხვა სპეციალიზირებული მომსახურება).


ანაზღაურების პერსპექტივა და სხვა დეტალები:

ჰიგიენა-სანიტარიის კონსულტანტი თბილისში

  • გრაფიკი: სრული სტანდარტული განაკვეთი
  • ანაზღაურება/პირობები: გასაუბრებისას მოლაპარაკებით;
  • ხელფასის გარდა თანამშრომელი სარგებლობს კორპორატიული ნომრით, ინტერნეტით, დაზღვევის პროგრამით და Fitpass-ით.
  • საჭიროა რომ თანამშრომელს ჰყავდეს ავტომობილი და იცოდეს ტარება (ბენზინს და ავტომობილის ცვეთას ანაზღაურებს დამსაქმებელი)


პერსპექტივა:

  • თანამშრომელს ექნება საშუალება განვითარდეს კარიერულად, გაყიდვების, მარკეტინგისა და კომერციული მომსახურების წარმოების მიმართულებით. მას ასევე საშუალება ექნება გაიცნოს შეისწავლოს და აითვისოს ისეთი დარგები, როგორიც არის: სანიტარია, ჰიგიენა, სურსათის უვნებლობა, შენობის მოვლა პატრონობა, საზოგადო ჯანდაცვის უზრუნველყოფა და ეკოლოგია.
  • შექმენით ან განაახლეთ თქვენი რეზუმე გლობალურ ბრენდთან, მის წარმომადგენელ კომპანიასთან და ამ კომპანიის ხელძღვანელებთან და დამფუძნებლებთან ერთად.


გაყიდვების სპეციალისტის ძირითადი მოვალეობები:

  • პოტენციურ დამკვეთებთან კონტაქტზე გასვლა და შეხვედრების გაკეთება (სასურველია დღეში 2 შეხვედრა)
  • გაყიდვებისთვის ბაზის (დამკვეთების, მისამართების, კონტაქტების) და განრიგის პერიოდული წარმოება და განახლება (თვე, კვირა, დღე);
  • გენერალურ დირექტორთან (GM) ყოველი დღის დასაწყისში და დღის ბოლოს ანგარიშის ჩაბარება და ინფორმაციის გაცვლა ახალი პოტენციური დამკვეთის მოძიება-აყვანის მცდელობების შესახებ
  • ყოველ დღე პოტენციური კლიენტებზე კონტაქტზე გასვლის მცდელობები (შეხვედრა, იმეილი, ტელეფონი)
  • შეთავაზების მომზადება, მიდევნება, კონტროლი, შეხსენება და პასუხის მიღება და საქმის შედეგამდე მიყვანა
  • პოტენციური კლიენტის შესაბამისი ობიექტების დათვალიერება, დოკუმენტირება, განფასება, შეთავაზების მომზადება, კონტრაქტის მომზადება და ხელმოწერამდე მიყვანა.
  • კლიენტის ზეპირი კონსულტაცია
  • დამკვეთებისთვის დოკუმენტების მომზადება
  • საჭირო სტატისტიკის და ტრენდების წარმოება და გენერალურ დირექტორთან განხილვა


სასურველი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია მუშაობის გამოცდილება (თუნდაც პრაქტიკები)
  • დაჭირდება ავტომობილის ტარების უნარი (მართვის მოწმობა B კატეგორია); თუ არ აქვს, უნდა იყოს მზად რომ უახლოეს კვირებში აიღოს მართვის მოწმობა
  • ჩვენთან მუშაობის დაწყების შემთხვევაში სავალდებულოა საკუთარი ავტომობილი (ბენზინს და ცვეთის ნორმატს დამსაქმებელი უზრუნველყოფს) ან მისი შეძენა (არ აქვს მნიშვნელობა მანქანის ბიუჯეტს და წლოვანებას, მთავარია იყოს უსაფრთხო) 
  • დაჭირდება ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის კარგი უნარის განვითარება
  • აუცილებელია ელექტრონული კომუნიკაცია-კორესპოდენციის უნარის (ი-მეილით) განვითარება
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების  ცოდნა (აუცილებელი არ არის);

 

პიროვნული და ხასიათობრივი მახასიათებლები უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე კვალიფიკაცია!

  • ინტერესი და ცნობისმოყვარეობა აუცილებელია
  • ემოციურად მდგრადი რომ პოტენციური ან არსებული კლიენტის პრეტენზიებს ჭკვიანურად და მოთმინებით გაუმკლავდეს
  • პედანტი უნდა იყოს, ყურადღებიანი და ორგანიზებული საბუთებთან და ადამიანებთან და ორგანიზაციებთან ურთიერთობაში
  • უნდა შეეძლოს კოლეგებთან კოლექტიური მუშაობა, გაუმკლავდეს კომფლიქტებს და იყოს ორგანიზაციის და ბრენდის გულშემატკივარი
  • უნდა აკონტროლოს საკუთარი დღის წესრიგი და დისციპლინით მოექცეს მიმდიანრე ამოცანებს
  • კანდიდატს უნდა უხაროდეს ცხოვრება და უნდა აინტერესებდეს მომსახურების სფერო და ადამიანებთან ურთიერთობა
  • უნდა შეეძლოს უცნობ ადამიანებთან საუბრის წამოწყება; რიდის გადალახვა მოუწევს და უნდა ცადოს იყო გაბედული ამ მიმართულებით.
  • საჭიროა რომ ახალ დარგს და ახალ ტექნიკურ სპეციალობას აუღოს ალღო, მოისმინოს და ისწავლოს
  • კანდიდატს უნდა შეეძლოს ყოველდღიურად სამართლიანი შენიშვნის მიღება, სამართლიანი საყვედურის მოსმენა და შემდეგ ნამუშევრის გაუმჯობესება შენიშვნის თუ საყვედურის შესაბამისად
  • აუცილებალია რომ კანდიდატს გააჩნდეს დროის განცდა და უნარი რომ არ მოცდეს სამუშაო დროის განმავლობაში
  • მუდმივად ეცადოს გახდეს უფრო ორგანიზებული, მოწესრიგებული, არ დაიზაროს დეტალების და რუტინის მოგვარება

 


დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ CV და რეზიუმე  შემდეგ მისამართზე: mariam.zakaidze@orkin.ge 

ან დაგვიკავშირდით ნომერზე:+995 599 99 69 48