შპს "ოლივანდერ გრუპი" ეძებს გუნდის ახალ წევრებს. კომპანია "ოლივანდერ გრუპი" ყველასათვის საყვარელი ფილმებისა და ანიმაციების ბრენდული მაღაზიების ოპერატორი კომპანიაა საქართველოში.
ამ ეტაპზე ცხადდება ვაკანსია მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.
თუ შენ:
- გიყვარს ფილმები, ანიმაციები და მათი ნახვა შენი ყოველდღიურობის ნაწილია;
- ხარ ენერგიული, პოზიტიური და კომუნიკაბელური;
- შეგიძლია შენი საყვარელი ფილმებისა და ანიმაციების შესახებ გაუჩერებლად საუბარი;
- სასაუბრო დონეზე ფლობ ინგლისურ ან სხვა რომელიმე უცხო ენას;
მაშინ, ეს ვაკანსია ნამდვილად შენთვისაა!
სამუშაოს აღწერა:
- მომხმარებლებისთვის ამომწურავი და სრულფასოვანი ინფორმაციის მიწოდება პროდუქციის შესახებ;
- პროდუქციის მახასიათებლების, ბრენდის, სტანდარტებისა და კომპანიის შინაგანაწესის ზედმიწევნით ცოდნა და დაცვა;
- გაყიდვების ზრდაზე ზრუნვა;
- პროდუქტის რეალიზაციის და სხვა ოპერაციების გაყიდვების პროგრამაში გატარება;
- სალარო ოპერაციების განხორციელება;
- ფილიალის სივრცეში წესრიგის დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;
- პასუხისმგებლიანობა;
- ფილმებისა და ანიმაციების შესახებ რაც შეიძლება მეტი ცოდნა და ამ ცოდნის მომხმარებლებისთვის გაზიარება.
განაკვეთი:
- Ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით ნახევარი დღე, 10:00-16:00 სთ ან 16:00-22:00 სთ, შაბათ-კვირას 1 სრული დღე მუშაობა (10:00-22:00 სთ), 1 დღე სრული დასვენება (ცვლასთან შეთანხმებით)
შესვენება:
- ნახევარ განაკვეთზე შესვენება 30 წუთი
- სრულ განაკვეთზე შესვენება 1 საათი
- ანაზღაურება: ფიქსირებული 700 ლარი და პლუს ბონუსი
ვაკანტური ადგილები თბილისის ფილიალებში:
- ფალიაშვილი (ოლივანდერის მაღაზია)
- სითი მოლი (ოლივანდერის მაღაზია)
- აქსის თაუერსი (ოლივანდერის მაღაზია)
- აქსის თაუერსი (მანგა მანია)
სხვა ბენეფიტები:
- 30 %-იანი კორპორატიული ფასდაკლება კომპანიის ყველა ბრენდულ ფილიალში;
- ფიტპასი
- კორპორატიული დაზღვევა
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: HR@ollivandergroup.com და Subject-ის ველში მიუთითეთ თქვენთვის პრიორიტეტული ფილიალის დასახელება.