მძღოლ ექსპედიტორი

ქუთაისი სრული განაკვეთი ბი ემ ეს
მივლინება: არა ხელფასი: 1200
მართვის მოწმობა: B
ლოგისტიკა/ტრანსპორტი: დისტრიბუტორ-ექსპედიტორი
სადისტრიბუციო კომპანია „BMS“ აცხადებს ვაკანსიას მძღოლ ექსპედიტორის პოზიციაზე, ქუთაისში.

კომპანია „BMS“ საქართველოს ბაზარზე საქმიანობას ეწევა 2002 წლიდან და წარმოადგენს ქვეყანაში ერთ-ერთ მზარდ სადისტრიბუციო და მარკეტინგულ კომპანიას, რომელიც ახორციელებს პრემიუმ კლასის ბრენდების: Frosch, Vileda, Basso, Wilkinson Sword, Reggia, OE, Cotoneve, Emsal, Dr. Beckmann და სხვა დისტრიბუციას.

ძირითადი პასუხისმგებლობა:
  • შეკვეთების მიხედვით სავაჭრო ობიექტების პროდუქციით მომარაგება;
  • სალარო აპარატთან მუშაობა;
  • საჭირო დოკუმენტაციის მოწესრიგება/შევსება;
  • მის სარგებლობაში არსებული კომპანიის კუთვნილი ავტო-მანქანის გამართულად მუშაობის კონტროლი და სანიტარულ ჰიგიენური ნორმების დაცვა.

მოთხოვნები:
  • აუცილებელია B კატეგორიის მართვის მოწმობა (მექანიკა);
  • სასურველია C კატეგორიის მართვის მოწმობა;
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

სამუშაო ადგილმდებარეობა: ქ. ქუთაისი
ანაზღაურება: 1200 ლარი + ჯანმრთელობის დაზღვევა
სამუშაო განრიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, სამშაბათი-შაბათი 09:00 – 18:30სთ. დასვენება კვირაში ორი დღე, კვირა-ორშაბათი. შესვენება დღეში 1 სთ.

თუ მზად ხართ იმუშოთ მზარდ კომპანიაში, გაქვთ სურვილი განვითარდეთ პროფესიულად, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: career@bms.ge
თხოვთ, შესაბამის ველში (Subject Line) მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები არ განიხილება.
Tel: +995595089796

გისურვებთ წარმატებებს!

„წინამდებარე ვაკანსიაზე მონაცემების (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რომ შპს ბიემესმა შეაგროვოს, დაამუშაოს და ვაკანტური პოზიციის შევსებამდე შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე), თქვენი, როგორც ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის , გასაუბრებაზე დაბარების ან/და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.“