საწყობის სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი სადისტრიბუციო კომპანია ძველი კახეთი
ლოგისტიკა/ტრანსპორტი: საწყობი
შპს "სადისტრიბუციო კომპანია ძველი კახეთი" წარმოადგენს "KTW ჯგუფი"-ს წევრ კომპანიას, რომელიც ახორციელებს ალკოჰოლური და საკონსერვო პროდუქციის დისტრიბუციას საქართველოში.
შპს "სადისტრიბუციო კომპანია ძველი კახეთი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის სპეციალისტის პოზიციაზე.
მდებარეობა: ქ. თბილისი, ორხევი
სამუშაო გრაფიკი: სრული

ჩვენ გთავაზობთ:
  • მეგობრულ სამუშაო გარემოს;
  • განვითარებისა და წინსვლის შესაძლებლობას;
  • კვირაში 5 სამუშაო დღე, (8:00 – 17:00, 1 საათი შესვენება);
  • საბონუსე სისტემა;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • კომპანიის პროდუქციაზე ფასდაკლებას.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სასურველია სამუშაო გამოცდილება მსგავსი მიმართულებით.

მოვალეობები:
  • პროდუქციის შესახებ ინფორმაციის შესწავლა;
  • პროდუქციის გაცემა/მიღებასთან დაკავშირებული პროცედურების შესრულება:
  • საწყობის დალაგება: გაასწოროს პალეტებზე პროდუქცია, გაწმინდოს მტვრიანი პროდუქცია (არსებობის შემთხვევაში), დაცლილი პალეტების ნაცვლად დააყენოს სავსე პალეტი სასტარტო პოზიციაზე. გაიტანოს ზედმეტი ცარიელი პალეტები და ნარჩენები საწყობის ტერიტორიიდან;
  • საჭიროებისამებრ პროდუქციაზე სტიკერების დაკრობა, ყუთში ჩალაგება/ამოალაგება და ა.შ.
  • საწყობის ინვენტარიზაციაში მონაწილეობის მიღება;
  • უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

  უნარ-ჩვევები:                  
  • პუნქტუალური;
  • ენერგიული;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით, ელ-მისამართზე: hr@oldkakheti.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „საწყობის სპეციალისტი“ რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელითა და გვარით.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
შპს "სადისტრიბუციო კომპანია ძველ კახეთში" თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "სადისტრიბუციო კომპანია ძველ კახეთის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი ერთი წლის განმავლობაში.
შპს "სადისტრიბუციო კომპანია ძველ კახეთი" მადლობას გიხდით  ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!