აპარტ-ჰოტელი ,,ალიანს პალასი“ აცხადებს ვაკანსიას რეგისტრაციების დეპარტამენტში ზედამხედველის პოზიციაზე ბათუმში, მრავალფუნქციურ კომპლექსში, რომლის მმართველობაშია თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი კომფორტული აპარტამენტები.
მოვალეობები:
- სასტუმროში არსებული სტანდარტების მიხედვით სტუმართა მიღება, განთავსება და გაცილება;
- სტუმრებისათვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება - ნომრების, ტარიფებისა და სასტუმროში არსებული სხვა ობიექტების შესახებ;
- შემოსული სატელეფონო ზარების მიღება და შესაბამისი ინფორმაციის გაცემა;
- სასტუმროს მომსახურების სტანდარტების გათვალისწინებით მოქმედება;
- სტუმართან ეფექტური და პოზიტიური კომუნიკაციის დამყარება;
- სტუმრის სისტემაში რეგისტრაცია და სათანადო ფინანსური ოპერაციების შესრულება;
- ჯავშნების მიღება და პროგრამულად გატარება;
- სამუშაო დღის დასასრულსა და დასაწყისში მიმღები განყოფილების მენეჯერისთვის ინფორმაციის გადაცემა.
მოთხოვნები:
- სასურველია, თუმცა არა აუცილებელი, უმაღლესი განათლება (პრიორიტეტულია ტურიზმის, სტუმარ-მასპინძლობის, ბიზნესის ადმინისტრირების ან უცხო ენების განხრით.)
- შესაბამის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
- უცხო ენების ცოდნა (ინგლისური პრიორიტეტულია)
- საოფისე/კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
- სასტუმროს მართვის სისტემებთან მუშაობის გამოცდილება.
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე 2024 წლის 11 მაისის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@alliancepalace.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, შესაძლოა, არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნეს სხვა რელევანტურ პოზიციაზე. hr@alliancepalace.ge გამოგზავნილი რეზიუმე ავტომატურად გულისხმობს თანხმობას აღნიშნულ ინფორმაციაზე.