გაყიდვების კონსულტანტი

თელავი სრული განაკვეთი ზუმერი
მივლინება: არა ხელფასი: 1000
გაყიდვები: გაყიდვების კონსულტანტი
კომპანია ზუმერი აცხადებს ვაკანსიას ფილიალში გაყიდვების კონსულტანტის  პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თელავში 
 
ზუმერი გთავაზობთ: 
  • მოქნილ სამუშაო გრაფიკს: დღეში 8 საათი, კვირაში 5 დღე (სურვილის შესაბამისად, შესაძლებელია დასვენების 2 დღის შეთანხმება) 
  • მაღალ და ბაზარზე კონკურენტულ ანაზღაურებას, 1000 ლარს და მეტს;  
  • კარიერული წინსვლისა და რეალური დაწინაურების შესაძლებლობას. 
  • სტუდენტებისთვის სწავლის სრული დაფინანსების შესაძლებლობას; 
  • წლის ბოლოს, ფილიალებში ყველაზე კარგი შედეგების მქონე თანამშრომლების ევროპაში მოგზაურობას, კომპანიის სრული დაფინანსებით. 
  • ციფრული ტექნიკისა და გაყიდვების კომპლექსურ სწავლებას, როგორც შიდა ტრენერების, ასევე მოწვეული ტრენერების ტრენინგების საშუალებით. 
  • მრავალფეროვან წახალისების სისტემას;  
  • დამატებით ბონუსებს, როგორც ყოველთვიურად, ასევე სამ თვეში ერთხელ; 
  • სხვა და სხვა კორპორატიულ აქტივობებს: სპორტულ და გასართობ აქტივობებს, ინტერექტუალურ თამაშებს, მოწვეულ სპიკერებს აქტუალური თემების გათვალისწინებით და ა.შ. 
  • ჯანმრთელობის დაზღვევას კომპანიის დაფინანსებით. 
  • სხვა და სხვა ტრენინგებსა და კურსებს; 
  • მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს; 
 
ძირითადი მოთხოვნები: 
  • ვეძებთ მოტივირებულ, ენერგიულ და ორგანიზებულ ადამიანებს; 
  • ციფრული ტექნიკის ცოდნა აუცილებელი არ არის, სურვილი და ინტერესი საკმარისია დანარჩენს ჩვენ გასწავლით;  
  • მომსახურების სფეროში სამუშაო გამოცდილება  სასურველია; 
  • მნიშვნელოვანია გამართული პრეზენტაციისა და კომუნიკაციის უნარი ქართულ ენაზე;  
  • ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა აუცილებელია. 
 
ძირითადი მოვალეობები: 
  • მომხმარებლის მიერ შერჩეული პროდუქტის ტექნიკური შემოწმება; 
  • კომპანიის სტანდარტების შესაბამისად მომხმარებლისთვის კვალიფიციური მომსახურების გაწევა; 
  • გაყიდული პროდუქტის შესახებ საგარანტიო პირობების გაცნობა მომხმარებლისთვის; 
 
დაინტერესებულმა კანდიდატებმა თქვენი CV  გამოაგზავნეთ ელ.ფოსტაზე vacancy@zoommer.ge გთხოვთ, გადმოგზავნისას მიუთითოთ მიმდინარე ვაკანსიის დასახელება ადგილმდებარეობასთან ერთად :  
"გაყიდვების კონსულტანტი თელავში“  
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. 
შპს "ზუმერი ჯორჯია"-ს მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ: 
 
ეთანხმებით, რომ შპს "ზუმერი ჯორჯია" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება ერთი წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "ზუმერი ჯორჯია"-ს  მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში. 
 
წარმატებას გისურვებთ!