სამეურნეო შესყიდვების სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი ნოვა
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი მართვის მოწმობა: B
შესყიდვები: შესყიდვები(ზოგადი)
სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ექსპორტიორი კომპანია “ნოვა” (www.NOVA.ge) აცხადებს ვაკანსიას “სამეურნეო შესყიდვების სპეციალისტის” პოზიციაზე, თბილისში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: 
  • ძირითადი საშუალების ინვენტარიზაცია;
  • ინვენტარიზაცის შედეგად მიღებული ინფორმაციის პროგრამული ასახვა;
  • მატერიალურ-ტექნიკურ ფასეულობათა და ადმინისტრაციული შესყიდვების უზრუნველყოფა;
  • შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება;
  • სატრანსპორტო გადაზიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება / კონტროლი;
  • ავტო-სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფის მიზნით სხვადასხვა ღონისძიებების (შეკეთება, საპოხი საშუალებების შეცვლა და ა.შ.) ორგანიზება;
  • საწვავის აღრიცხვა და ხარჯვის კონტროლი;
  • შესრულებული სამუშაოების შესახებ ანგარიშის ხელმძღვანელისთვის წარდგენა;
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული სხვა სამსახურეობრივი დავალებების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება,სასურველია ფინანსების ან ლოჯისტიკის მიმართულებით;
  • სამუშაო გამოცდილება, სასურველია მსგავს პოზიციაზე;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა და მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია რომელიმე ბუღალტრული პროგრამის ცოდნა;
  • მართვის მოწმობა;

პიროვნული თვისებები:
  • ლიდერობა;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • დისციპლინირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

დამატებითი ინფორმაცია:
  • სამუშაო გრაფიკი - სრული; 
  • ანაზღაურება – შეთანხმებით;

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 12 მაისი.


დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე HR@nova.ge  (სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება).
დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოცემულ მოთხოვნებს.