"Gymnasia Cafe" აცხადებს მცხობლის ვაკანსიას.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, საბურთალო, ე. ამაშუკელის 14ა
სამუშაო გრაფიკი: სრული, კვირაში 5 დღე.
ანაზღაურება: 1500 ლარი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- მენიუში არსებული საცხობი პროდუქციის ცხობა/მომზადება დადგენილი რეცეპტებითა და სტანდარტების შესაბამისად;
- შესაბამისი ტექნიკის მოხმარება და გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
- პროდუქციის და ყველა მასში შემავალი ნედლეულისა თუ შიგთავსის ცოდნა, მათი ვადების კონტროლი;
- სამზარეულოში არსებული მარაგების ეფექტურად გამოყენება, კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში შეკვეთა;
- ჰიგიენური წესების, სურსათის უვნებლობის და შრომის უსაფრთხოების სტანდარტის დაცვა.
მოთხოვნები:
- აუცილებელია მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ორგანიზებულობა;
- სასურველია პროფესიული განათლება.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: tiko.altunashvili@gymnasia.com. გთხოვთ, მიუთითეთ სასურველი თანამდებობა - "მცხობელი", წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.