მიკრო ბიზნეს და აგრო სესხების უფროსი ოფიცერი

თბილისი სრული განაკვეთი Swiss Capital
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი გამოცდილება: ერთ წელზე ნაკლები
საბანკო: საბანკო(ზოგადი)
სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სვის კაპიტალ" აცხადებს ვაკანსიას მიკრო ბიზნეს და აგრო სესხების უფროსი ოფიცრის თანამდებობაზე ქ. თბილისში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • ახალი კლიენტების მოზიდვა;
  • მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა, მათ შორის პირდაპირი მარკეტინგი;
  • კლიენტის ბიზნესის ფინანსური მდგომარეობის შესწავლა/ანალიზი;
  • საკრედიტო განაცხადების მომზადება, კომიტეტზე წარდგენა;
  • სესხის დოკუმენტირება, სესხის გაცემა;
  • საკრედიტო პორთველის მართვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი  განათლება ეკონომიკის, საბანკო-საფინანსო ან ბიზნესის ადმინისტრირების განხრით;
  • მინიმუმ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება საკრედიტო ოფიცრის პოზიციაზე საბანკო ან/და მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში;
  • ფინანსურ უწყისებთან მუშაობის გამოცდილება;

სხვა მოთხოვნები:
  • დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
  • ეფექტური გაყიდვების უნარი;
  • დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
  • სისხარტე მუშაობაში;

სამუშაო პირობები:
  • სრული განაკვეთი; ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:30;  
  • გამოსაცდელი ვადა: 6 თვე.
  • ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად.

გთხოვთ, შეავსოთ აპლიკაცია აქ ან გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@swisscapital.ge  წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება და ქალაქი - “Micro Business loans’ Senior officer - Tbilisi".