სასტუმრო “პინო ვერე” აცხადებს ვაკანსიას ფრონტ-ოფისის ადმინისტრატორის პოზიციაზე.
პოზიციის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- თავაზიანი, პოზიტიური ურთიერთობა როგორც სასტუმროს სტუმრებთან, ასევე თანამშრომლებთან;
- სასტუმროში არსებული სტანდარტების მიხედვით სტუმართა მიღება, განთავსება და გაცილება;
- სტუმრებისათვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება ნომრების, ტარიფების და სასტუმროში არსებული სხვა სერვისების შესახებ;
- შემოსული რეზერვაციების და სატელეფონო ზარების მიღება და შესაბამისი ინფორმაციის გაცემა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- სასტუმროს პროგრამაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- კომპიუტერული და საოფისე პროგრამების ცოდნა;
- ინგლისური (აუცილებელი) და რუსული ენის ცოდნა ( სასურველია )
პიროვნული თვისებები და უნარები:
- ორგანიზებულობა;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- პუნქტუალურობა;
- კომუნიკაბელურობა;
- გუნდური მუშაობა;
- გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო ადგილი - თბილისი, ქუჩიშვილის 8
- ანაზღაურება: 800
- სამუშაო გრაფიკი: 09:00_დან17:00_მდე, კვირა დღე დასვენება.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე: +995 599 529 095 ან გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე : pinoverepalace@gmail.com