მიმტანი

თბილისი სრული განაკვეთი არტ ჰაუსი
ხელფასი: 900
ენები: ინგლისური
სასტუმრო/რესტორანი/კვება: მიმტანი

ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი – ეს არის თავშეყრის ადგილი შემოქმედებითი და გასტრონომიული სიამოვნებისთვის, რომელიც აერთიანებს მუზეუმს, სხვადახსვა სახის კვების ობიექტებს და გამაჯანსაღებელ ცენტრს.

ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე.

ანაზღაურება: 900 ₾

 

მიმტანის მოვალეობები:

  • აიღოს შეკვეთა სტანდარტების დაცვის მიხედვით. ჩაიწეროს, პროგრამაში შეიყვანოს და სამზარეულოს მიაწოდოს სრულყოფილი ინფორმაცია შეკვეთის შესახებ.
  • მოემსახუროს საკვებითა და სასმელით მაგიდას და მაიწოდოს დღის კერძზე ან სასმელზე ინფორმაცია.
  • მოამზადოს მთლიანი და სრული ანაგრიში სტუმრის წარსადგენად.
  • სტუმრის წასვლის შემდეგ გაასუფთაოს მაგიდა და გაამზადოს ის სტანდარტების შესაბამისად.
  • დარწმუნდეს რომ ტერიტორია (რესტორანი) არის მომარაგებული ყველა საჭირო პროდუქტით და თუ ეს ასე არ არის, მაშინ საქმის კურსში ჩააყენოს ზემდგომი პირი.
  • სტუმრის უკმაყოფილების შემთხვევაში საქმის კურსში ჩააყენოს ზემდგომი პირი.
  • ზედმიწევნით კარგად იცოდეს მენიუ(ბარის და კერძების), შემავალი ინგრედიენტები და მომზადების მეთოდები.

 

მოთხოვნები:

  • სავალდებულოა ინგლისური ენის კარგად ცოდნა
  • სხვა უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
  • სასურველია სამუშაო გამოცდილება მიმტანის პოზიციაზე
  • პუნქტუალურობა
  • კომუნიკაბელურობა
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
  • გუნდური მუშაობის უნარი

 


დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით  შემდეგ მისამართზე: hr@thearthouse.ge

გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.


გისურვებთ წარმატებას!