მთავარი ექიმი

თბილისი სრული განაკვეთი ჯანმრთელობის ეროვნული ორგანიზაცია
მივლინება: არა
ენები: ინგლისური, რუსული
სამედიცინო: სხვა (სამედიცინო)
დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს აქციებით შეზღუდული კერძო კომპანია "RENAL HEALTH ORGANISATION UK LIMITED"-ის შვილობილი კომპანია შპს "ჯანმრთელობის ეროვნული ორგანიზაცია" საქართველოს სამედიცინო სფეროში, კერძოდ ქალაქ ქუთაისსა და ოზურგეთში, წარმოდგენილია 2021 წლიდან, რომელიც ემსახურება სახელმწიფო დაფინანსებით ჰემოდიალიზის კომპონენტით მოსარგებლე ბენეფიციართა უზრუნველყოფასა და გადაუდებელ სტაციონარულ მომსახურებას 24 საათიან რეჟმში.

კომპანია "ჯანმრთელობის ეროვნული ორგანიზაცია“ აცხადებს ვაკანსიას მთავარი ექიმის თანამდებობაზე. 

ფუნქცია-მოვალეობები:
  • კომპანიის სამუშაო პროცესის ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება;
  • სამედიცინო პროექტების შემუშავება და განხორციელება;
  • კლინიკის სამედიცინო საქმიანობის ანალიზი, მუშაობის ფორმებისა და მეთოდების გასაუმჯობესებლად საჭირო ზომების მიღება.
  • კომპეტენციის ფარგლებში კომპანიის საქმიანობის ზოგადი მენეჯმენტის განხორციელება;
  • სახელმწიფო ორგანოებთან, სამედიცინო სადაზღვევო ორგანიზაციებთან სამედიცინო მომსახურების საკითხებზე ურთიერთქმედების ორგანიზება და განხორციელება.
  • სამკურნალო და დიაგნოსტიკური სტრუქტურული დანაყოფების ხარისხობრივი მაჩვენებლების სისტემატური ანალიზი;
  • პრობლემური საკითხების გამოვლენა, მათი გადაჭრის გზების დასახვა და შედეგის შემოწმება;
  • მიმდინარე მკურნალობისა და პრევენციული ღონისძიებების ეფექტურობის შეფასება.
 
სავალდებულო მოთხოვნები:
  • ნეფროლოგის სერტიფიკატი;
  • MS Office (Word, Excel, Power Point)  ცოდნა;
  • რუსული ან ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • მონდომებულობა, ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობა.
  • დეტალებისადმი ყურადღება, სამუშაო პროცესის კომპეტენტურად ორგანიზების უნარი.  

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე healthgeohr@gmail.com