ზოო ფილიალის ადმინისტრატორი

თბილისი სრული განაკვეთი ვეტერინარული კომპანია ინვეტი
მივლინება: არა
გაყიდვები: ფილიალების ქსელი
ზოომაღაზიების ქსელი „ინვეტ ზოო“ აცხადებს ვაკანსიას ზოო ფილიალის ადმინისტრატორის პოზიციაზე.

შპს „ინვეტი“ საქართველოში ვეტერინარულ სფეროში მოღვაწე ლიდერი კომპანიაა, რომელიც 20 წელზე მეტია ამარაგებს ქვეყანას მაღალხარისხიანი ევროპული პროდუქციით და ნერგავს თანამედროვე ტექნოლოგიებს ISO სტანდარტების შესაბამისად.
ინვეტმა 2 წელზე მეტია აქტიურად დაიწყო ზოო მაღაზიების ქსელის გაფართოება, სადაც წარმოდგენილია ექსკლუზიური ბრენდები.
დღეის მდგომარეობით ინვეტი წარმოდგენილია 26 ფილიალით საქართველოს მასშტაბით.
“ინვეტი”-ს დისტრიბუციის სამსახური ფარავს საქართველოს თითქმის ყველა რეგიონს და უზრუნველყოფს სრულ ვეტერინარულ მომსახურებას. კომპანიამ შექმნა ადგილობრივი ფარმაცევტული წარმოება და ქ. მცხეთაში ააშენა ფრინველებისა და ცხოველების საკვების დამამზადებელი მაღალტექნოლოგიური ქარხანა.

სამუშაო განაკვეთი: სრული (კვირაში 5 სამუშაო დღე 10:00-დან 20:00-მდე)
ანაზღაურება: განისაზღვრება გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით
ადგილმდებარეობა: თბილისი

ძირითადი მოვალეობები:
  • ზოო ფილიალში არსებული პროდუქტების ცოდნა;
  • მომხმარებლისთვის კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა;
  • ფილიალში შემოსული მომხმარებლის ინფორმირება პროდუქტებთან დაკავშირებით და დაინტერესება;
  • ფილიალში მიღებული პროდუქტის ზუსტი აღრიცხვა;
  • ფილიალში გასული პროდუქტების სწორად აღრიცხვა და პროგრამაში გატარება;
  • გაყიდვების ტექნოლოგიების გაუმჯობესება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • განათლება ვეტერინარული მიმართულებით სასურველია;
  • სასურველია მსგავს ან რითეილ სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია APEX პროგრამის ცოდნა.

პიროვნული თვისებები:
  • კრეატიულობა და ანალიტიკური აზროვნება;
  • სწორი კომუნიკაციის უნარი;
  • დროის მართვის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

„ინვეტი“ გთავაზობთ დინამიურ სამუშაო გარემოს, პროფესიული და კარიერული ზრდის საშუალებას, კრეატიული იდეების გაზიარების შესაძლებლობას. კომპანია მუდმივად ზრუნავს კადრების განვითარებაზე.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV ელ. მისამართზე hr@invet.com.ge არაუგვიანეს 2024 წლის 16 მაისამდე და ელექტრონული ფოსტის სათაურში მიუთითოთ სასურველი ვაკანსიის დასახელება.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე კომპანიის მიერ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში.
გისურვებთ წარმატებებს!