გაყიდვების გუნდის ხელმძღვანელი

თბილისი სრული განაკვეთი Dressup Group
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
გაყიდვები: გაყიდვები(ზოგადი)
„დრესაპ ჯგუფი“ 29 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს: Levi’s, Lacoste, CK, Tommy Hilfiger, Tommy Jeans, Gant, Samsonite, Guess, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Adidas და სხვა. კომპანია წარმოდგენილია 80-მდე მაღაზიით თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ზუგდიდში. ასევე, ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge.

„დრესაპ ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების გუნდის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00 – 19:00 სთ ან 09:30 – 18:30 სთ (1 სთ შესვენება);
ანაზღაურება - ფიქსირებული (გამოცდილების მიხედვით) და ბონუსი;
სამუშაო ადგილი - კომპანიის სათავო ოფისი და კომპანიის კუთვნილი მაღაზიები (პოზიცია ითვალისწინებს მაღაზიებში აქტიურ გადაადგილებას).

ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:
  • ჯანსაღი სამუშაო გარემო;
  • კონკურენტუნარიანი ანაზღაურება;
  • იდეების წახალისება/მხარდაჭერა;
  • მრავალფეროვანი სამოტივაციო სისტემა;
  • სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობა;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • „ფიტპასის“ მომსახურება;
  • კორპორატიული ფასდაკლება პროდუქციაზე.

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:
  • კომპანიის გაყიდვების KPI-ების მუდმივი მონიტორინგი და გაყიდვების ეფექტური გეგმის შემუშავება;
  • გაყიდვების გუნდის სამოქმედო გეგმის განსაზღვრა;
  • გაყიდვების პროცესებში აქტიური ჩართულობა და გაყიდვების ხელშემწყობი ღონისძიებების დაგეგმვა/განხორციელება;
  • გაყიდვების პროცესების ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;
  • გაყიდვების მონაცემების ანალიზი და შესაბამისი სტრატეგიების რედაქტირება;
  • გაყიდვების დეპარტამენტის თანამშრომლების მართვა და მათი საქმიანობის მონიტორინგი;
  • გაყიდვების გუნდის მუშაობის გასაუმჯობესებლად პროექტების შემუშავება;
  • კომპანიაში არსებული მომსახურების სტანდარტების ხარისხის დაცვა მაღაზიებში;
  • კომპანიის მომიჯნავე დეპარტამენტებთან აქტიური თანამშრომლობა საერთო საკითხებზე;
  • კონკურენტების ანალიზი;
  • რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
  • უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის მიმართულებით);
  • გაყიდვების გუნდის ხელმძღვანელის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება (სასურველია საცალო გაყიდვების სფეროში);
  • მნიშვნელოვანია გუნდის მართვის გამოცდილება;
  • MS Office-ის ცოდნა (MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა);
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
  • დახვეწილი კომუნიკაციის უნარი (ვერბალური, არავერბალური);
  • მიზანდასახულობა და შედეგებზე ორიენტირებულობა;
  • კომუნიკაბელურობა, მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
  •  პრობლემების გადაჭრის უნარი;
  • მიზანდასახულობა;
  • ანალიზის უნარი;
  • შედეგზე ორიენტირებულობა;
  • ორგანიზებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
  • მოქნილობა და ოპერატიულობა.

კანდიდატთა შერჩევა
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV/რეზიუმე გამოგვიგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: career@dressup.ge 2024 წლის 15 მაისის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - „გაყიდვების გუნდის ხელმძღვანელი“.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!