კომპანია სპექტრუმი, წარმოადგენს სრულად ინტეგრირებულ საპროექტო-სამშენებლო კომპანიას, რომლის მომსახურების სფერო მოიცავს არქიტექტურას, ინტერიერის დიზაინს, ქალაქ-გეგმარებას და მშენებლობას.
ვეძებთ გრაფიკულ დიზაინერს
მოვალეობები:
- კომპანიის მოთხოვნების შესაბამისად საკომუნიკაციო მასალის დიზაინის შექმნა და დამუშავება შესაბამის ფორმატში;
- სარეკლამო მასალების დიზაინის შემუშავება და მომზადება;
- ბროშურებისა და პრეზენტაციების გაკეთება;
- პერიოდული ანგარიშგება კომპანიის მენეჯმენტთან დადგენილი წესის შესაბამისად;
- კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია განათლება რელევანტურ დარგში ან/და შესაბამისი კურსები;
- აუცილებელია მსგავსი მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
- ინგილსურის მაღალ დონეზე ცოდნა
- პროგრამები: Illustrator, Photoshop, InDesign
უნარები:
- სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვის უნარი;
- ანალიტიკური აზროვნება;
- ორგანიზებულობა, დროის ეფექტურად მართვა.
სამუშო პირობები:
- სრული სამუშო განრიგი - 10:00 – 19:00 (ორშაბათი-პარასკევი);
- ანაზღაურება შეთანხმდება ინდივიდუალურად, გამოცდილებიდან გამომდინარე;
- ჯანმრთელობის დაზღვევა.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე და პორტფოლიო შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@spectrum.ge. გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება: „გრაფიკული დიზაინერი“ წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატი არ განიხილება. დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.
გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ რეზიუმეს (CV) გამოგზავნის შემთხვევაში, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება ჩვენ მიერ “კანონის” მე-5 მუხლის 1-ელი პუნქტის “ბ” ქვეპუნქტითა და მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტის “თ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლებით - თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით.
“სპექტრუმიის“ საკადრო პოლიტიკიდან გამომდინარე, თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის ვადით. თქვენ, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ სპექტრუმის ელ. ფოსტაზე წერილობითი მომართვის გზით გამოიხმოთ თქვენი რეზიუმე, თუმცა ეს შეუძლებელს გახდის თქვენთან სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარებას.