დაცვა-უსაფრთხოების თანამშრომელი

ბათუმი სრული განაკვეთი ელთ ბილდინგი
მივლინება: არა
ენები: ინგლისური, რუსული
უშიშროება/დაცვა: დაცვა (ზოგადი)
მრავალფუნქციური სასტუმროს ტიპის კომპლექსი “La Quinta by Wyndham” და “Wyn” რეზიდენსი, 100–ზე მეტი სასტუმროს ნომრითა და 1000 მდე პრემიუმ და პლატინუმ კლასის აპარტამენტით, რომელსაც მართავს საერთაშორისო გუნდი ,,River Rock Hotels and Resorts’’ აცხადებს ვაკანსიას  დაცვა-უსაფრთხოების თანამშრომლის  პოზიციაზე. 
 
ძირითადი მოვალეობები:   
  • სამუშაო სივრცის კონტროლი; 
  • უსაფრთხოების სისტემების ( სიგნალიზაცია, სახანძრო, კამერები) მართვა და კონტროლი; 
  • ხანძრის, ძარცვის, ქურდობის ან რაიმე სხვა დანაშაულის ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში, უშუალო ხელმძღვანელის და შესაბამისი ორგანოების ინფორმირება, სათანადო რეაგირების მოხდენა; 
  • ობიექტის შიდა და გარე პერიმეტრის ( შენობის, ყველა სართულის, კიბის უჯრედის, პარკინგის და სხვა ტერიტორიები) შემოვლა, შესაბამისად არასტანდარტული მდგომარეობის დაფიქსირების შემთხვევაში, უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება და სათანადო რეაგირების მოხდენა; 
  • სამუშაო პროცესში სასტუმროში არსებულ სხვა დეპარტამენტებთან ურთიერთ თანამშრომლობა და ინფორმაციის გადაცემა;  
  • უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული დავალებების შესრულება, რომელიც დაკავშირებულია მის პოზიციასთან და კომპეტენციასთან.  
  
საჭირო უნარები და საკვალიფიკაციო მოთხოვნები :  
  • სასურველია  აღნიშნულ სფეროში მუშაობის გამოცდილება;  
  • უცხო ენების (ინგლისური და რუსული) ცონდა საკომუნიკაციო დონეზე სასურველია;   
 
პიროვნული უნარ-ჩვევები: 
  • ორგანიზებულობა; 
  • პუნქტუალურობა; 
  • კომუნიკაციის უნარი; 
  • გუნდური მუშაობის უნარი; 
  • პასუხისმგებლობის გრძნობა ; 
  • დეტალებზე ორიენტირებულობა; 
 
ჩვენ გთავაზობთ: 
  • ჯანსაღ და მეგობრულ სამუშაო გარემოს; 
  • კონკურენტულ ანაზღაურებას; 
  • უფასო ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს; 
  • კვებას და ტრანსპორტირებას ცვლების შესაბამისად; 
  • დასვენებას დაბადების დღეზე; 
  • კარიერული განვითარების შესაძლებლობას. 
 
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ გამოაგზავნეთ თქვენი რეზუმე  2024 წლის 20  მაისამდე  ელექტრონულ ფოსტაზე: megi.ananidze@riverrockhotels.com  სათაურის ველში, გთხოვთ, აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება. 
 
შეგახსენებთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი CV/რეზიუმე პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის შესაბამისად შეიძლება შეიცავდეს პირად მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. შესაბამისად გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობების დამყარების გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენი CV/რეზიუმე შეიძლება არ იქნას განხილული მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებულ იქნას 6 თვის ვადით. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოაღნიშნულს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე. 
 
გისურვებთ წარმატებას!