გაყიდვების მენჯერი

თბილისი სრული განაკვეთი ლიდერ ქალთა საზოგადოება
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
გაყიდვები: გაყიდვების მენეჯერი
ლიდერ ქალთა საზოგადოება აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენჯერის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • შესაბამისი განათლება;
  • საოფისე პროგრამების (Ms Word, MS Excel,) ცოდნა.
  • უცხო ენების (ინგლისური, რუსული) ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • გაყიდვების სტიმულირების სტრატეგიის შედგენა და მართვა;
  • პოტენციური მომხმარებლის მოძიება/მოზიდვა/კომუნიკაცია;
  • შეთავაზებების/მომსახურეობის ჩამოყალიბება, ფორმირება & პოტენციურ მომხმარებლებთან/კლიენტებთან გასვლა / გაყიდვა იურიდიულ/ფიზიკურ პირებზე;
  • გაყიდვების გეგმის შესრულებაზე სტრატეგიის შემუშავება; გაყიდვების უზრუნველყოფა;
  • მოკლე და გრძელვადიანი სტრატეგიული გეგმების შემუშავება, მენეჯმენტისთვის წარდგენა, დანერგვა, განხორციელება და კონტროლი;
  • მიმდინარე გაყიდვების პროცესის ანალიზი, შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება ხელმძღვანელობისთვის და რეპორტინგი;
  • მარკეტინგის გუნდთან ერთად სიახლეების დანერგვაში მონაწილეობა;
  • ბაზრის მუდმივი ანალიზი, კონკურენტებისა და პროდუქტების კვლევა, სიახლეების ინიცირება და თანხმობის შემთხვევაში დანერგვის პროცესში აქტიური მონაწილეობა;
  • მუშაობის ეფექტიანობის გაზრდისკენ მიმართული ახალი პროექტების ინიცირება;
  • სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობა, საჭიროების შემთხვევაში დამოუკიდებლად წარმართვა;

პიროვნული თვისებები:
  • ორგანიზებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;
  • კეთილგანწყობა, თავაზიანობა.

სამუშაო განაკვეთი : სრული

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: leaderwomanclub@gmail.com
გთხოვთ, Subject-ში მიუთითოთ „გაყიდვების მენეჯერი“.
მადლობა ყურადღებისთვის!