იურისტი

თბილისი სრული განაკვეთი ადლი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: რუსული
იურიდიული: იურისტი
სამშენებლო კომპანია „ადლი“ 2015 წლიდან ოპერირებს ქართულ სამშენებლო ბაზარზე. კომპანიის საქმიანობა მოიცავს სამშენებლო სფეროს ისეთ ძირითად მიმართულებებს, როგორიცაა: კარკასული მშენებლობა, ფასადის მოწყობა, თერმო და ხმის იზოლაცია, ბრტყელი გადახურვა, ,მწვანე გადახურვა, არქიტექტორული მომსახურება, საყალიბე სისტემებისა და მოცულობითი ხარაჩოების დაპროექტება-მონტაჟი, კოშკურა ამწეების მონტაჟი/დემონტაჟი და გეგმიური მომსახურება. 
 
სამშენებლო კომპანია „ადლი“ აცხადებს ვაკანსიას  იურისტის პოზიციაზე. 
სამუშაო განაკვეთი: სრული; 
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, თ. ერისთავის 1ა. 
 
ძირითადი მოვალეობები:  
  • კომპანიის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა; 
  • ბრძანებების, ხელშეკრულებების, შიდა ნორმატიული აქტების და სხვა ოფიციალური დოკუმენტების პროექტების მომზადება; 
  • სხვადასხვა უწყებებიდან შემოსული დოკუმენტაციისა და დოკუმენტაციის პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა; 
  • კომპანიის თანამშრომლებისათვის სამართლებრივ საკითხებზე კონსულტაციების გაწევა;                     
  • კომპანიის სახელით სახელმწიფო ორგანოებთან და მათ სტრუქტურულ ერთეულებთან, ასევე სასამართლოებთან ურთიერთობა და წარმომადგენლობა; 
  • სამუშაო პროცესთან დაკავშირებული სხვა  ვალდებულებების შესრულება. 

ძირითადი მოთხოვნები:  

  • განათლება - სამართალმცოდნეობის ბაკალავრი;  
  • აუცილებელია სახელშეკრულებო სამართლის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება; 
  • სამშენებლო  მიმართულებით სამუშაო გამოცდილება; 
  • რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; 
  • საოფისე პროსგრამების ცოდნა. 

პიროვნული კომპეტენციები/უნარები: 

  • კომუნიკაბელური;  
  • დეტალებზე ორიენტირებული;  
  • ორაგანიზებული;  
  • ოპერატიული;  
  • განვითარებაზე ორიენტირებული;  
  • მიზანდასახული და შედეგზე ორიენტირებული. 
 
ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:   
  • ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაზღვევა; 
  • გამოსაცდელი ვადის შემდგომ ყოველთვიური დანამატი არასრულწლოვან შვილზე; 
  • კვარტალში ერთი DayOff-ის შესაძლებლობა; 
  • Fitpass; 
  • მზარდი ბიზნესი;   
  • იდეების წახალისება/მხარდაჭერა;   
  • სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობა;   
  • პროფესიონალი და მხარდამჭერი კოლეგები. 
 
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: vacancy@adli.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.  
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 10 მაისი, 2024 წ. 
გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან. 
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: www.adli.ge 
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის. 
 
შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება  6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.