დეველოპერული კომპანია „გრადა დეველოპმენტ“-ი აცხადებს ვაკანსიას ხარისხის და მოცულობის მონიტორინგის მენჯერის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უნარ-ჩვევები:
ჩვენ გთავაზობთ:
სპირობები:
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ წარმოადგინოთ CV ელ-ფოსტაზე: idikhaminjia@grada.ge
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- სამშენებლო ობიექტების მუდმივი ინსპექტირება, ზედამხედველობა და მონიტორინგი;
- მიმდინარე სამუშაოების ხარისხის კონტროლი, სახელმწიფო ნორმებთან და მშენებლობის წარმოების ტექნოლოგიასთან შესაბამისობის შეფასება;
- სამშენებლო სამონტაჟო სამუშაოების, გამოყენებული მასალების, ნაკეთობების და კონსტრუქციების პროექტთან შესაბამისობის კონტროლი;
- მშენებლობის კალენდარული გრაფიკის და შესრულებული სამშენებლო სამუშაოების ხელშეკრულების პირობებთან შესაბამისობის კონტროლი;
- სამუშაოთა მსვლელობისას დაშვებული ტექნოლოგიური ხარვეზების დროული იდენტიფიცირება და მენეჯმენტის ინფორმირება.
- მიმდინარე პროექტებზე მოსალოდნელი რისკების დადგომის შესახებ (მშენებლობის ვადის გადაწევა, კონტრაქტორის არადამაკმაყოფილებელი მუშაობა) მენეჯმენტის დროული გაფრთხილება;
- ობიექტებზე მასალების ინვენტარიზაციის პროცესში ჩართულობა;
- ადგილზე აზომვითი სამუშაოების შესრულება წარმოდგენილი ფორმა # 2-ს მიხედვით.
- შესრულებული სამუშაოს ფორმა # 2-ის მიღება/დადასტურება.
- ყოველკვირეული ხარისხის კონტროლის ანგარის მომზადება.
- ტექნიკური დოკუმენტაციის შემოწმება (ფარული სამუშაოს აქტი,დეფექტური აქტი და ა.ს.)
- პროექტის ხარჯთაღრიცხვის მოცულობების,მასალების და ფასების კონტროლი.(ცვლილების შემთხვევაში ანგარიშის მომზადება)
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია უმაღლესი ტექნიკური განათლება მშენებლობის მიმართულებით;
- აუცილებელია სამშენებლო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია მშენებლობის ზედამხედველობის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია საოფისე პროგრამების ცოდნა (მათ შორის MS PROJECT);
უნარ-ჩვევები:
- ორგანიზებულობა და დროის ეფექტიანად მართვის უნარი;
- თანაგუნდელებთან მაღალი დონის კომუნიკაციის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- გადაწყვეტილების სწრაფად და ეფექტურად მიღების უნარი;
- შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
ჩვენ გთავაზობთ:
- მზარდ კომპანიას დინამიკური და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდით;
- სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
- სტაბილურ სამსახურს
სპირობები:
- სამუშაო საათები: 10:00-19:00
- სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი.
- ოფისის მისამართია - აღმაშენებლის ხეივანი 188, ხოლო ობიექტები მდებარეობს დიდ დიღომში.
- ანაზღაურება გამოცდილების შესაბამისად;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ წარმოადგინოთ CV ელ-ფოსტაზე: idikhaminjia@grada.ge