მიწის თანამშრომელი/პილოტის დამხმარე

თბილისი მოქნილი გრაფიკი Airballoon Tbilisi
მივლინება: არა ხელფასი: 1000
ავიაცია/აეროპორტი: პილოტი (თვითმფრინავის/ვერტმფრენის)
AirballoonTbilisi აცხადებს ვაკანსიას, მიწის თანამშრომელის (პილოტის დამხმარე) პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:
  • საჰაერო ბურთის ოპერირებისას, ხმელეთზე საჭირო ოპერაციების წარმოება;
  • სახელმძღვანელოში გაწერილი სამუშაო პროცესისა და უსაფრთხოების ნორმების ზედმიწევნით ცოდნა და მათი შესრულება;
  • ტექ. სამუშაოებში თანამონაწილეობა გაწერილი გრაფიკის მიხედვით;
  • გაყიდული ბილეთების გატარება ტურნიკეტზე;
  • ყოველდღიური რეპორტი ხელმძღვანელ პირებთან;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სასურველია აპლიკანტს ჰქონდეს ტექნიკური განათლება ან სამუშაო გამოცდილელბა;
  • საჭირო გადამზადებას გაივლის ჩვენს კომპანიაში.

უნარ-ჩვევები:
  • კომუნიკაციის კარგი უნარი;
  • მომხმარებელსა და მომსახურებაზე მაქსიმალური ორიენტირება;
  • დროის მართვის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პრიორიტეტულია ინგლისური ენის ცოდნა;
  • პუნქტუალური
  • თავაზიანი;

სამუშაო გრაფიკი - მოქნილი.
ანაზღაურება 1000 ლარიდან კვალიფიკაციის მიხედვით .

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ რეზიუმე გამოაგზავნეთ მეილზე info.airballoontbilisi@yahoo.com , სათაურის ველში მიუთითეთ პოზიცია „მიწის თანამშრომელი“