საცალო გაყიდვების სპეციალისტი ისთ ფოინთში

თბილისი სრული განაკვეთი Wishlist.ge
მივლინება: არა ხელფასი: 800 +ბონუსი
ენები: ინგლისური, რუსული
გაყიდვები: გაყიდვების კონსულტანტი
საბავშვო პროდუქციის ყველა დიდი მაღაზია საქართველოში Wishlist.ge - “ვიშლისთი“  აცხადებს ვაკანსიას „საცალო  გაყიდვების  სპეციალისტის“ პოზიციაზე.  
ადგილმდებარეობა: ისთ ფოინთი
  

ფუნქცია/მოვალეობები:  
  • მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა - მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზება, პროდუქციის შესახებ ინფორმაციის სრულყოფილად მიწოდება;  
  • სარეალიზაციო სივრცეში ახალი საქონლის გადანაწილება/განახლება;  
  • ფასების, იარლიყების და საორიენტაციო ნიშნების სწორად განთავსება, სექციების მოწესრიგება.  
  
  საკვალიფიკაციო მოთხოვნები:  
  • ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა, რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;  
  • ეფექტური კომუნიკაციის, დარწმუნებისა და თავაზიანი მომსახურების უნარი;  
  • გუნდური მუშაობის უნარი, ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.  
  
სამუშაო პირობები:  
  • ანაზღაურება: ხელზე ასაღები 800 ლარი  + დამატებითი ბონუსი ინდივიდუალური გაყიდვების შედეგებით  100-დან 550 ლარამდე. 
  • სამუშაო საათები: სრული განაკვეთით, ცვლებში;  
  • სამუშაო დღეების რაოდენობა: 5 დღე კვირაში.  
  • მზარდი ანაზღაურების სისტემა; 
  • ჯანმრთელობის დაზღვევა; 
  • Fitpass-ით სარგებლობა კომპანიის თანამშრომლებისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის; 
  • ფასდაკლება პროდუქციაზე კომპანიის თანამშრომლებისთვის და მათი მეგობრებისთვის. 
 
 თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: cv@wishlist.ge  
გთხოვთ, “subject”-ის  გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „საცალო გაყიდვების სპეციალისტი“ წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება!  
გისურვებთ წარმატებებს!