საცალო გაყიდვების სპეციალისტი თბილისი მოლში

თბილისი სრული განაკვეთი Wishlist.ge
ხელფასი: 900 +ბონუსი
ენები: ინგლისური, რუსული
გაყიდვები: გაყიდვების კონსულტანტი

საბავშვო პროდუქციის ყველა დიდი მაღაზია საქართველოში Wishlist.ge - “ვიშლისთი“  აცხადებს ვაკანსიას „საცალო გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე. 

სამუშაო ადგილი: თბილისი 

ადგილმდებარეობა: თბილისი მოლი,

 
ფუნქცია/მოვალეობები: 

  • მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა - მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზება, პროდუქციის შესახებ ინფორმაციის სრულყოფილად მიწოდება; 
  • სარეალიზაციო სივრცეში ახალი საქონლის გადანაწილება/განახლება; 
  • ფასების, იარლიყების და საორიენტაციო ნიშნების სწორად განთავსება, სექციების მოწესრიგება. 


საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა, რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა; 
  • ეფექტური კომუნიკაციის, დარწმუნებისა და თავაზიანი მომსახურების უნარი; 
  • გუნდური მუშაობის უნარი, ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. 

 

სამუშაო პირობები: 

  • ანაზღაურება: ხელზე ასაღები 900 ლარი  + დამატებითი ბონუსი ინდივიდუალური გაყიდვების შედეგებით  100-დან 550 ლარამდე.
  • სამუშაო საათები: სრული განაკვეთით, ცვლებში; 
  • სამუშაო დღეების რაოდენობა: 5 დღე კვირაში. 
  • მზარდი ანაზღაურების სისტემა;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • Fitpass-ით სარგებლობა კომპანიის თანამშრომლებისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის;
  • ფასდაკლება პროდუქციაზე კომპანიის თანამშრომლებისთვის და მათი მეგობრებისთვის.


თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: cv@wishlist.ge 

გთხოვთ, “subject”-ის  გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „საცალო გაყიდვების სპეციალისტი“ წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება!


გისურვებთ წარმატებებს!